ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1 მარტამდე აჩერებს

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1 მარტამდე აჩერებს

access_time2021-01-25 18:30:00

ბელგია არააუცილებელ მგზავრობას 1 მარტამდე აჩერებს. საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად, ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებითა და რისკების შესამცირებლად იღებს.



„სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბელგიაში სიტუაცია მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე ბელგიაში სრული კონტროლი გვაქვს დაწესებული. ამ ფაზამდე ჯერ კიდევ შორია. ვაქცინაცია მიმდინარეობს და ეს გვახარებს, მაგრამ ფინიშამდე ჯერ დიდი გზაა. ჩვენი მოვალეობაა რისკების მინიმუმამდე დაყვანა და თქვენი ჯანმრთელობის დაცვა. სტაბილიზაცია მოხერხდა დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მაგრამ მათი უპატივცემულობის შემთხვევაში არის უდიდესი საფრთხე, რომ მიღწეული ძალიან მალე დავკარგოთ. ამის მაგალითები გვაქვს. კორონავირუსის ახალი შტამები ვრცელდება. ეს ახალი ვარიანტები დაფიქსირებულია ჩვენს ქვეყანაში. ახალი ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზომები უნდა სწრაფად მივიღოთ”, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსადრე დე კრომ.



ბელგიას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები თითქმის ერთი წელია დაკეტილი აქვს. არააუცილებელი მგზავრობის შეჩერებასთან ერთად იცვლება კარანტინის წესებიც. დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან ჩასულ ყველა მგზავრზე გავრცელდება 10-დღიანი სავალდებულო კარანტინი და ტესტი პირველ და მეშვიდე დღეს. 7-დან 10 დღემდე იზრდება სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება.




საკოორდინაციო საბჭოს წევრების განცხადებით, მკაცრად გაკონტროლდება კარანტინის წესებისა და ტესტის ჩატარება. კორონავირუსის შემთხვევები ბელგიის სამეფოში ისევ გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურ შემთხვევებთან ერთად გაიზარდა იმ პაციენტთა რიცხვი, ვინც საავადყოფოში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს.



18-დან 24 იანვრამდე ყოველდღიურმა შემთხვევებმა საშუალოდ 2 050-ს მიაღწია. ყოველდღიურად ჰოსპიტალიზაციას 136 პაციენტი საჭიროებს. დღესდღეობით საავადყოფოში 1923 პაციენტი იმყოფება. 322 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბელგიაში საწოლების რაოდენობა 2 000-ს შეადგენს.



პანდემიის დაწყებიდან ბელგიაში აღრიცხულია კორონავირუსის 693 666 შემთხვევა. კორონავირუსის წინააღმდეგ ერთი თვის განმავლობაში ფაიზერი/ბიონტეკის ვაქცინით 183 400 ადამიანი აიცრა. დღეს ბელგიაში კორონავირუსის 1812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 53 ადამიანი გარდაიცვალა.



imedinews.ge




თეგები:
ბელგია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up