ბელარუსთან ეკონომიკური ომი ყველაზე მეტად უკრაინას დააზარალებს

ბელარუსთან ეკონომიკური ომი ყველაზე მეტად უკრაინას დააზარალებს

access_time2021-06-02 19:00:22

სანქციების ომში დასავლეთს და ბელარუსს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მხარე სწორედ უკრაინა იქნება, ეს ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელზეც მინსკს ეკონომიკური ზეწოლის რეალური, თანაც მნიშვნელოვანი ბერკეტები გააჩნია. ეს კი კიევს მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს.



უკრაინა, რომლის მთავარი მიმართულებაც დასავლეთთან დაახლოვებაა, საერთაშორისო სანქციებს ბელარუსის წინააღმდეგ უერთდება. კერძოდ, მინისტრთა კაბინეტმა ბელარუსული ავიაციისთვის თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა, ასევე უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ საპროტესტო მოძრაობის ჩახშობასთან დაკავშირებული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს.



გარდა ამისა, უკრაინამ ბელარუსული ავტობუსების და ტრაქტორების იმპორტიც შეზღუდა. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, ოფიციალური კიევის პოლიტიკა მინსკის მიმართ ევროკავშირთან შედარებით უფრო თავშეკავებულია და ამას თავისი მიზეზებიც აქვს - ბევრ საკვანძო მიმართულებებზე უკრაინა კრიტიკულად დამოკიდებულია იმპორტზე ბელარუსიდან.



ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს უკრაინამ ბელორუსიიდან მაღალი კატეგორიის საწვავის თითქმის 100%, საშუალო კატეგორიის ბენზინის 64%, ნავთის 34% და ბითუმის 70% შემოიტანა.



ასევე მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ექსპორტი ბელარუსში, რომელიც მთლიანი ექსპორტის 5,3%-ს და 1,3 მლრდ. დოლარს შეადგენს.



უკრაინა ბელარუსზე გაცილებით მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე ევროკავშირი, ლუკაშენკომ ეს კარგად იცის და ამას კიევის შანტაჟისთვის იყენებს. კერძოდ, ბელარუსულმა ნავთობკომპანიამ 2021 წლის ივნისიდან უკრაინაში ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა, ხოლო მთავრობამ უკრაინული პროდუქტების, მაგალითად, საკონდიტრო ნაწარმის იმპორტი შეაჩერა.




რა თქმა უნდა, ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა უმტკივნეულო არც ბელარუსისთვის არის. ევროკავშირის ბაზრის დაკეტვის შემდეგ მინსკი მზად არაა უკრაინასთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტისთვის. მაგრამ აშკარაა, რომ მეზობელი და მონათესავე უკრაინის მხრიდან მტრული ნაბიჯები ლუკაშენკოს განსაკუთრებით აღიზიანებს და ის მზადაა სერიოზული ზარალისთვის, ოღონდ შური იძიოს.



შექმნილ ვითარებაში უკრაინის ხელისუფლება რისკების დივერსიფიცირებას ცდილობს. მაგალითად, ბელარუსული ნავთობპროდუქტების ალტერნატივად აზერბაიჯანული განიხილება. თუმცა, პარტნიორის შეცვლას გარკვეული დრო სჭირდება, მანამდე კი ამ სიტუაციაში მოგებული ოლიგარქი იგორ კოლომოისკია, ბენზინის და დიზელის დეფიციტის ნაწილობრივი დაფარვა მის კუთვნილ კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუძლია. მას ბენზინის და დიზელის წარმოების გაორმაგება შეუძლია, ეს კი კოლომოისკის პოზიციებს გააძლიერებს, ხოლო პრეზიდენტ ზელენსიკის შესაძლებლობებს ოლიგარქებთან ბრძოლაში პირიქით, შეასუსტებს.



მინსკის მხრიდან მოსალოდნელი საპასუხო საავიაციო სანქციები უკრაინული სამოქალაქო ავიაციის მდგომარეობასაც გაართულებს. დღეს რუსეთის და ევროპის მიმართულებით რეისების დიდი ნაწილი სწორედ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით სრულდება. შედეგად, უკრაინის ხელისუფლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მას დასავლურ კოალიციასთან სოლიდარობის დემონსტრირებაზე უარის თქმა არ შეუძლია. გავლენას კიევზე ასევე ახდენს სწრაფად ზრდადი პოლიტიკური მიგრაცია ბელარუსიდან, რომელსაც მან ანგარიში უნდა გაუწიოს.

მეორეს მხრივ, ეკონომიკური ურთიერთობები ბელარუსთან ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რომელსაც პოლიტიკური ფაქტორების გამო ამ რეალობის იგნორირება არ შეუძლია.


carnegie.ru

თენგიზ აბლოთია


თეგები:
ბელარუსი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up