ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანატოლი გლაზის განცხადებით, ბელარუსმა ევროკავშირის ახალ სანქციებზე საპასუხო ზომები მიიღო.
„ჩვენი საპასუხო ზომები უკვე მომზადებულია. საკმაოდ მგრძნობიარე ზომებია. მერე ზოგიერთ ევროპელ ოპონენტს არ გაუკვირდეს“, - განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ანატოლი გლაზმა აღნიშნა, რომ სანქციების მორიგი პაკეტის დაწესების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება წინდაუხედავი ნაბიჯია.
„აბსოლუტურად სულელური და წინდაუხედავი გადაწყვეტილებაა, რომელიც მხოლოდ ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა ბელარუსის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
17 დეკემბერს ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სასანქციო სიაში 29 ფიზიკური პირი და 7 ორგანიზაცია შეიყვანეს.
კერძოდ, სანაქციები დაუწესდა პარლამენტის ზედა პალატის სპიკერს, ნატალია კოჩანოვას, გენერალურ პროკურორს, ანდრეი შვედს, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის მინისტრს, იგორ ლუცკის და ვიცე-პრემიერს, ანატოლი სივაკს.
imedinews.ge