პოლიციელები და პროტესტანტები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რაც წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
საარჩევნო კომისიის განცხადებით 5 რეგიონში ლუკაშენკო დაახლოებით 82%-ით დაწინაურდა.
ბელარუსის დამოუკიდებელი ასოციაციის „გულახდილი ხალხის“ დაკვირვებით, არჩევნების დამკვირვებლების მხრიდან 5096 დარღვევა გამოიკვეთა.
მათ ასევე ეჭვქვეშ დააყენეს საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა. ასოციაციის წევრების განცხადებით 70-მდე დამკვირვებელია დაკავებული.
ერთ-ერთი პროტესტანტი ალექს კოკჩაროვი დარბევის ღამეს გამოყენებული რეზინის ტყვიების ფოტოებს მის Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული აქტივისტების დასარბევად სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ანი ცარციძე