ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე პოლიციას და ლტოლვილებს შორის შეტაკებები დაიწყო

ბელარუსი-ევროკავშირის საზღვარზე პოლიციას და ლტოლვილებს შორის შეტაკებები დაიწყო

access_time2021-10-27 19:00:03

ვითარება ევროკავშირის და ბელარუსის საზღვარზე ყოველდღიურად რთულდება - თუ აქამდე მინსკელი დიქტატორის ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ შეგზავნილი ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მის გადაკვეთად შედარებით უხმაუროდ ცდილობენ, დღეს მათი ნაწილი უკვე პირდაპირ შეტევაზე გადადის.

 

რამდენიმე დღის წინ მიგრანტთა ჯგუფმა პოლონელ მესაზღვრეებს ქვები დაუშინა, საპასუხოდ, რეგიონში ჯარისკაცების რაოდენობას ზრდიან. ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა - უკანონო მიგრანტებმა ბელარუსიდან პოლონეთში ძალით შეჭრა რამდენიმეჯერ სცადეს.

 

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მათ საზღვარზე აგებული კონსტრუქციები დაანგრიეს, შემდეგ ორჯერ, სხვადასხვა მონაკვეთზე 60-70 კაცისგან შემდგარმა ჯგუფებმა მესაზღვრეებზე იერიში მიიტანეს, მათ შორის ქვებიც დაუშინეს.

 

ძალადობრივი ქმედებები ასევე პოლონურ სოფელ უსნარჟ-გურნისთან დაფიქსირდა, სადაც 30-მა ლტოლვილმა კარავი პირდაპირ სასაზღვრო ზოლში გაშალა. მათ ასევე სცადეს საზღვრის გარღვევა, თუმცა, პოლონელებმა შეტევის მოგერიება მოახერხეს.

 

ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ ლტოლვილებმა ბანაკი მიატოვეს და ბელარუსში დაბრუნდნენ, ხოლო მათ ცარიელ კარვებს ბელარუსი მესაზღვრეები იცავენ. ასევე არის ინფორმაციაც, რომ ერაყიდან, სირიიდან, ლიბიიდან და ირანიდან ჩამოსულ არალეგალებს ბელარუსული სასაზღვრო სამსახური ტანსაცმლით და კვების უზრუნველყოფს.


 

ასობით ლტოლვილი ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსიდან ევროკავშირში შეღწევას ყოველდღე ცდილობს. მხოლოდ წინა კვირის პარასკევ-შაბათს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 1338 არალეგალი და მათთან ერთად 7 ბელარუსი შუამავალი დააკავა. თუმცა, არალეგალების ნაწილი შემოსვლას მაინც ახერხებს და ევროკავშირის კანონმდებლობით, ამის შემდეგ მათი პირდაპირი დეპორტაცია შეუძლებელია - ისინი თავშესაფარს ითხოვენ, რასაც თვეების მანძილზე განხილვა სჭირდება და მხოლოდ უარის მიღების შემდეგ არის შესაძლებელი მათი დაბრუნება ბელარუსში.

 

ამ დროისთვის პოლონეთის მიგრაციულ ბანაკებში ბელორუსიდან შემოსული 1700 მიგრანტია განთავსებული. თავშესაფრის მოთხოვნაზე უარის თქმის შემდეგ დეპორტირებულია ჯერ მხოლოდ 400 ადამიანი.

 

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა განაცხადა, რომ ბელარუსთან საზღვარს დღეს 2 500 ჯარისკაცი იცავს, რაც არასაკმარისია და ეს რაოდენობა 10 000-მდე გაიზრდება. საუბარია მხოლოდ რეგულარულ ჯარზე, თუმცა, საზღვარზე განლაგებული ჯარისკაცების, პოლიციელების და მესაზღვრეების საერთო რაოდენობა 14 000-ს აღწევს. პოლონეთში უკვე მუშაობენ 400-კილომეტრიანი ჯებირის აშენების გეგმაზე, რომელიც 350 მლნ. ევრო დაჯდება.

 

ლიეტუვა, რომელიც მიგრანტების დარტყმის პირველი ობიექტი აღმოჩნდა, ასევე აშენებს ანალოგიურ ინფრასტრუქტურას და ამ პროექტის დაფინანსების საკითხშო ბრიუსელის იმედი აქვს.

 

 

faz.net





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up