დავით ბეჟუაშვილი უკრაინაში პორტის და ენერგეტიკის გაკონტროლებას ცდილობს

დავით ბეჟუაშვილი უკრაინაში პორტის და ენერგეტიკის გაკონტროლებას ცდილობს

access_time2019-12-24 18:00:26

ქართული დესანტი: სააკაშვილის მოკავშირე უკრაინული პორტებისა და ენერგეტიკის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს -ასეთი სათაურით უკრაინული მედია სააგენტო 368.media - ავრცელებს სტატიას ქართველ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილზე. უკრაინაში ხერსონის პორტის მოლაპარაკებების მოახლოებასთან დაკავშირებით უკრაინულმა სააგენტომ ერთ-ერთი ყველაზე უპირობო პოტენციური მონაწილის - ქართველი ოლიგარქის დავით ბეჟუაშვილის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. სტატიაში ნათქვამია, რომ ხერსონის პორტის კონცესიაში მონაწილეობენ კომპანიები საეჭვო ინვესტორებით.


მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სპეციალურად  დავით ბეჟუაშვილის ბიზნესისთვის ხშირად ხდებოდა კანონების შექმნა და დარეგულირება - ამის შესახებ უკრაინული სააგენტო წერს. კერძოდ, ბეჟუაშვილმა „კასპიცემენტის“ თანამშრომლების აქციები მეწარმეობის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად მოიპოვა. სააქციო საზოგადოება „კასპიცემენტი“ კი  შპს „კასპიცემენტად“ გადაიქცა, რომელსაც გელა ბეჟუაშვილის მამა რობერტ ბეჟუაშვილი მართავდა. საწარმო საბოლოო ჯამში სომხეთში გადაიტანეს და ამ ბრენდის ქვეშ სომხური ცემენტის წარმოება  და საქართველოში ჩამოტანა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ქართული საწარმოს მფლობელები, როგორებიცაა  შპს „ციდა“ და ღვინის კომპანია „ბადაგონი“, ბეჟუაშვილს მათი წარმოების მითვისების მცდელობებში ადანაშაულებენ.


დავით ბეჟუაშვილმა უკრაინაში საქმიანობა სააკაშვილის გუნდის მოსვლასთან ერთად დაიწყო.  კერძოდ ბიზნესმენმა ყირიმის ოფშორული კომპანია Luraq Investments Limited-ის მეშვეობით კერძო საააქციო საზოგადოების „ინდარის“ აქციების 30%  შეიძინა, მასვე „უკრმედპრომის“ 70 % პროცენტი ეკუთვნის. 2017 წელს სააქციო საზოგადოება „ინდარი“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებაში ფიგურირებდა. საქმე ეხება 490 მილიონი გრივნის მითვისებასა და არამიზნობრივ ხარჯვას. კერძოდ, ფარმაცევტული პროდუქციის ნედლეულის გაზრდილ ფასში შეძენას. „ინდარის“ სააქციო საზოგადოების გარდა საქმეში ფიგურირებდა შპს MBB INSTRUMENTS,  შპს „ნიმფა“,  „იდანი“ და საერთშორისო ფინანსური კორპორაცია RIDAN Engineering-ი, რომელიც „ინდარის’ ხელმძღვანელს ლუბოვ ვიშნევსკას უკავშირდებოდა.  ვიშნევსკას უკავშირდებოდა პირადად ბეჟუაშვილის საქმიანობაც - მისი ერთ-ერთი უკრაინული კომპანია, შპს „უკრაინული ენერგეტიკული კომპანია“, რომელიც ადრე იწოდებოდა, როგორც Energoagroprom postach-ი  ადრე ვიშნევსკას მამას ვიქტორ ვიშნევსკას ეკუთვნოდა.


გარდა ამისა, ბეჟუაშვილის ფირმა Saqnakhshiri GIG Group-ი უკრაინის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან დონბასიდან ნახშირის შემოტანასთან დაკავშირებულ სკანდალში იყო გარეული. 2017 წლის გაზაფხულზე, როცა ბიზნესმენმა ვიტალი კროპაჩოვმა უკრაინაში ქვანახშირის ინდუსტრია ფაქტობრივად გაანადგურა. ბეჟუაშვილის Saqnakhshiri GIG Group-მა „ცენტრენერგო“-ს ტენდერი მოიგო, რომელიც გულისხმობდა 700 ათასი ტონა ანტრაზიტის ქვანახშირის შემოტანას ტრიპოლისა და ზმიევსკის თბოელექტროსადგურებისთვის 1,8 მილიარდ გრივნად. „საქნახშირი“ უნგრულ ოფშორულ Bremer International Limited-თან აღმოჩნდა დაკავშირებული, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის გავლით დონეცკისა და ლუგანსკის შახტებიდან შემოჰქონდა უკრაინაში ქვანახშირი.



ევროპელ კრედიტორებთან სკანდალის შემდეგ, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გარემოცვამ შეთანხმება გააუქმა. ამას არ შეუშლია ხელი GIG Group-ისთვის კროპაჩევთან ერთად „ცენტრენერგოს“ პრივატიზაცის კონკურსში მიეღო მონაწილეობა, რომელიც გააუქმეს.


მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ბეჟუაშვილის ყოფილი ლობისტის კროპაჩევის ძალები შესუსტდა, ბეჟუაშვილი ცდილობს საკუთარი უკრაინული ბიზნესის აღორძინებას. ვიქტორ ვიშნევსკას „უკრაინული ენერგეტიკული კომპანიისა და „ინდარის“ 30 პროცენტიანი წილის გარდა ბეჟუაშვილმა ოფშორული კომპანიის Luraq Investments Limites-ის დახმარებით ენერგიის მწარმოებელი კომპანიის შპს «Украинские энергетические решения 2018» -ის საწესდებო კაპიტალში 70 პროცენტი მოიპოვა.


2019 წელს ბეჟუაშვილმა ამავე ოფშორზე დაარეგისტრირა შპს „Kherson Oil and Glass“ და შპს Petro Oil and Chemicals, რომლებიც  სავაჭრო დოკუმენტებით, ტვირთბრუნვით, ნავთობროდუქტების გადამუშავებითა და მოპოვებითაა დაკავებული  და რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხერსონის ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსის შესაძენად გამართულ აუქციონში. ამ აუქციონზე ბეჟუაშვილის კომპანიას ასევე კროპაჩევი უწევდა ლობირებას, მაგრამ გამარჯვებული კომპანია „ვარუნა -ვესტი“ გახდა.


საინტერესოა, რომ ბეჟუაშვილის ბიზნესპარტნიორად და ბოლო ორი ახალი საწარმოს ხელმძღვანელად „საქართველოს რკინიგზის“  ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია სახელდება, რომელსაც საქართველოში 40 მილიონი დოლარის ოდენობის მახინაცია ედება ბრალად.  ეზუგბაია უკრაინაში ასევე სააკაშვილის ხელდასხმით მოხვდა და ოდესის საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელის იულია მარუშენსკის მუშაობას კურირებდა. ამას გარდა, გაუხმაურებელი ინფორმაციით, ეზუგბაია სააკაშვილის შუამავალი იყო უკრაინელ ბიზნესმენებს შორის სხვადასხვა საკითხებში, კერძოდ, ოდესის ოლიგარქთან ბორის კაუფმანთან.


ამას გარდა, ხერსონის პორტთან დაკავშირებით, ბეჟუაშვილი მოვლენების მიღმა არ დარჩენილა. „Petro oil and Chemicals-ის მეშვეობით ბეჟუაშვილი 2019 წელს Risoil Kherson-ის დამფუძნებლების შემადგენლობაში შევიდა და ფირმის საწყისი კაპიტალის 60 პროცენტი მოიპოვა. 40 პროცენტი შვეიცარულ ბიზნეს ჯგუფს Risoil S.A. -ს ეკუთვნის. დგას თუ არა ამის უკან სკანდალური ბიზნესმენი ვიტალი კროპაჩევი, ჯერჯერობით უცნობია.

 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ განაცხადა, რომ პორტთან დაკავშირებით განცხადება სამინისტროში 4-მა კომპანიამ შემოიტანა. ესენია:  ერთი უცხოური და ერთი უკრაინული.

  • BUSSERK LIMAN (Турция)
  • ООО «Специальная компания морской порт Херсон»
  • ООО «РИСОИЛ-Херсон»
  • ООО «Укрморпорт»


მარიამ მორგოშია

368.media




ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან  ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“
access_time2020-09-19 10:00:49
ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...


მსგავსი სიახლეები

up