ბეჟუაშვილების კომპანიის დირექტორი პრემიერის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა

ბეჟუაშვილების კომპანიის დირექტორი პრემიერის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა

access_time2018-07-04 12:30:48


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი სტრუქტურა - პრემიერ-მინისტრის აპარატი შექმნა, რომლის ხელმძღვანელად გიორგი ჭოლაძე დანიშნა.


როგორც მთავრობის კანცელარიაში "გურია ნიუსს" უთხრეს, ჭოლაძის აპარატს დაექვემდებარება პიარის, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები.


გიორგი ჭოლაძე 39 წლისაა. მამუკა ბახტაძის ფინანსთა მინისტრობის პერიოდში სამინისტროს აპარატს ხელმძღვანელობდა. ჭოლაძის მიერ შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ იგი 2017 წლის იანვრიდან, 2017 წლის დეკემბრამდე საქართველოს რკინიგზის იმდროიდნელი დირექტორის, მამუკა ბახტაძის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე პერიოდში იყო ჯიარ ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.


პრემიერის აპარატის ხელმძღვანელის წარსულის შესახებ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია იძებნება.


საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოს მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალით ირკვევა, რომ ჭოლაძე ამ პერიოდში, ბეჟუაშვილების კუთვნილი კომპანიის, შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის დირექტორი იყო და ამ პერიოდში, საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინა. 


"გიორგი ჭოლაძე შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორია. ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი, „ნაცონალური მოძრაობის” სიით გასული დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და გელა ბეჟუაშვილის (თავდაცვის ყოფილი მინისტრი, საგარეო ურთიერთობების ყოფილი მინისტრი,  სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი) მამაა.


ბეჟუაშვილების ოჯახი წილებს „რუსთავი 2”-ში „მზესა” და „პირველ სტერეოშიც” ფლობდა (პირდაპირ ან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” მეშვეობით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები წილებს „პირველ სტერეოსა” და „მზეზე” ახლაც ფლობენ.



„საქართველოს მედია ჰოლდინგი” ინგლისურ გამოცემა „ბიზნეს ვიქს” ფლობს. ჭოლაძე ასევე „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანების” დირექტორიც იყო (კომპანიამ 2013 წლის თებერვალში შეწყვიტა არსებობა), რომელსაც ასევე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობდა. ეს კომპანია ჰოლდინგის მედია სექტორში კუთვნილ კომპანიებს მართავდა იმ პერიოდში, როცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მედია ბაზარზე უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი. 


გიორგი ჭოლაძის და მისი ძმა ლევან ჭოლაძე წილებს შპს Air Black Sea-ში ფლობენ. ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლევან ჭოლაძე რამდენიმე თანამდებობას ფლობდა: 2005 წელს იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, იმავე წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2007-2008 წლებში ჭოლაძე კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 2011 წლამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ  მუშაობდა," _ აღნიშნულია საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს მიერ 2013 წლის ოქტომბერში  გამოქვეყნებულ მასალაში.


მაშინ, ჭოლაძის კანდიდატურა "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო.


2013 წელს "ოცნების" მიერ დაწუნებული ჭოლაძე, როგორც აღვნიშნეთ, დღეს პრემიერის აპარატის ხელმძღვანელია. "გურია ნიუსის" კითხვაზე, როდის წამოვიდა კომპანიიდან, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო და როდის შეუერთდა "ქართულ ოცნებას" ჭოლაძემ წერილობით უპასუხა, რომელშიც აღნიშნულია, რომ არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:


"2010 წელს დავბრუნდი საქართველოში ლონდონიდან, სადაც დავიცავი მაგისტრის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში. დაბრუნების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე კერძო სექტორში, კონკურსის წესით გავხდი ერთ-ერთი მედია ჰოლდინგის დირექტორი, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მფლობელი იყო დავით ბეჟუაშვილი.


აღნიშნულ კომპანიაში ვმუშაობდი 2013 წლის ჩათვლით.


კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 2013 წელს მონაწილეობა მივიღე ღია კონკურსში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ პოზიციაზე. საკონკურსო კომისიამ ჩემთან ერთად შეარჩია თუ სწორედ მახსოვს 2 ან 3 კანდიდატი.


პროცედურების დაცვით შერჩეული კანდიდატები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად და შემდგომ დასამტკიცებლად. საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.


2015 წლიდან ვმუშაობდი სს „საქართველოს რკინიგზაში“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით აღებული ვალდებულებების ფარგლებში ევროდირექტივების დანერგვის მიმართულებით. აქვე გიდასტურებთ, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ", _ აღნიშნულია გიორგი ჭოლაძის მიერ გამოგზავნილ კომენტარში.



გურია ნიუსი


 





ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან  ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“
access_time2020-09-19 10:00:49
ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-18 21:00:58
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმესს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი...

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგრობიზნესში წავიდა
access_time2020-09-18 19:30:26
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე აგროსექტორით დაინტერესდა. გიორგი თაბუაშვილი10 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებული ქლიავის ბაღებიდან პირველი მოსავალი უკვე მიიღო.   როგორც გიორგი თაბუაშვილმა ბიზნესპარტნიორს განუცხადა, ქლიავის ბაღები კასპშია გაშენებული. მისი თქმით,  რაოდენობა მცირეა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის მოლოდინი აქვთ.   „მეოთხე წელს სტენლის ჯიშის ქლიავის პირველი მოსავალი მივიღეთ, რაც დაახლოებით 4 ტონა იყო. მომავალ წელს, ამ დროს უკვე ემპრესის...


მსგავსი სიახლეები

up