„თუ კომპანიები ვერ შეძლებენ ან საბანკო გარანტიის აღებას, ან ფინანსების მობილიზებას, შეიძლება, ქვეყანაში რამოდენიმე „ცენტრ პოინტი“ გვქონდეს“

„თუ კომპანიები ვერ შეძლებენ ან საბანკო გარანტიის აღებას, ან ფინანსების მობილიზებას, შეიძლება, ქვეყანაში რამოდენიმე „ცენტრ პოინტი“ გვქონდეს“

access_time2019-06-11 10:00:48

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე „კომერსანტთან“ დეველოპერული კომპანიების მიერ შიდა განვადებებს და მათ  მიმართ  ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმზე  საუბრობს.


პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გუშინდელ საპარლამენტო მოსმენაზე,  სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე წლიურ ანგარიშს წარადგენდა, დეველოპერული კომპანიების მიერ შიდა განვადებების მიმართ  ეროვნული ბანკის კონტროლის მექანიზმებით დაინტერესდა. 


არ შეიძლება 8,  10 და 12  წლიანი განვადებები არსებობდეს, ეს არ არის განვადება, ნებისმიერი პროექტი მთავრდება 2-3 წელიწადში.  ჩვენ მაშინ უნდა ვიცოდეთ ამ კომპანიას საიდან გააჩნია ის ფინანსური რესურსი, რომ 10 და 12 წელი მისცეს ვიღაცას, არ შეიძლება ვიღაცის გადახდილი ფული ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენოთ, გაგვიმეორდება ცენტრ პოინტი-განაცხადა ჭიჭინაძემ.


როგორც წაქაძე განმარტავს, მას შიდა განვადებები ნაკლებად აქვს, რადგან მაღალსეგმენტიანი მყიდველი ბანკში არ მიდის. მიუხედავად ამისა, წაქაძე დეველოპერულ კომპანიებში შიდა განვადებების არსებობას მნიშვნელოვნად თვლის და განმარტავს, რომ შიდა განვადებებს ეროვნული ბანკი ვერც გააკონტროლებს და არც უნდა გააკონტროლოს.


„ორი დამოუკიდებელ პირს შორისაა ხელშეკრულება გაფორმებული და ამაში რატომ უნდა ჩაერიოს სებ-ი?“-აცხადებს წაქაძე.


კითხვაზე, როგორ ან ვინ დაიცავს კლიენტს იმ პირობებში, თუ  მან ფიზიკურად ვეღარ შეძლო სესხის გადახდა, წაქაძე განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში ეს თემა დეტალურადაა გაწერილი. მაგალითად, გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი რჩება კომპანიას, დანარჩენი  კლიენტს რეალიზაციის შემდეგ უბრუნდება.



„შიდა განვადებები ადრეც იყო. ახლა უბრალოდ გრძელვადიანი იქნება, თორემ პრინციპი იგივეა. 10%-ს ვიტოვებდით გადახდილი თანხისას და ვერ გადახდის შემთხვევაში, დანარჩენს ვუბრუნებდით, როცა მისი შემდგომი რეალიზაცია მოხდებოდა. მთავრობას და ეროვნულ ბანკს ვინ კითხავს, ეს  ორ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებაა,“-აცხადებს წაქაძე.


მისივე განმარტებით, განვადებების  8-12 წლიანი ვადით გაცემაც თუ შეზღუდეს, ეს, ფაქტობრივად, ბიზნესში ჩარევა იქნება.


„გაჭირვების დროს, როდესაც  კლიენტი ბანკისგან სესხს ვერ იღებს, ეს ფუნქცია დეველოპერულმა კომპანიებმა შეითავსეს. ისინი იძულებულები არიან, რადგან რეალიზაცია ჰქონდეთ და გარკვეული თანხის მობილიზაცია მოახერხონ,“-აცხადებს წაქაძე.


დავით ჭიჭინაძის კითხვაზე -საინტერსოა, დეველოპერულ  კომპანიას საიდან გააჩნია ის ფინანსური რესურსი, რომ 10 და 12 წელი მისცეს ვიღაცას, არ შეიძლება ვიღაცის გადახდილი ფული ჩვენ რისკის ქვეშ დავაყენოთ, გაგვიმეორდება „ცენტრ პოინტი“- ამის საპასუხოდ წაქაძე განმარტავს, რომ ეთანხმება ჭიჭინაძეს და აცხადებს, რომ ამ რისკის გამორიცხვა არ შეიძლება. კომპანიები იძულებულები გახდნენ ასეთ რისკზე წასულიყვნენ, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.


მისი განმარტებით, ამ რისკს შეამცირებს ფინანსური უზრუნველყოფობა. შესაბამისად,  თუ კომპანიები, შეძლებენ ან  საბანკო გარანტიის აღებას ან თავისი ფინანსების მობილიზებას, მაშინ „ცენტრ პოინტები“ აღარ გვექნება, ამ რისკის წინაშე აღარ ვიქნებით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ქვეყანაში რამოდენიმე „ცენტრ პოინტი“ მივიღოთ.


„დღეს ბაზარზე შემოსვლა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, რომელსაც არც საწყისი კაპიტალი გააჩნია და არც დაწყებული მშენებლობის დამთავრების მეათედიც კი. ასეთი კომპანია  იწყებს ოპერირებას იმ იმედით, რომ ამ ბინებს გაყიდის და პროექტს დაასრულებს. ამიტომ არის ამდენი დაუსრულებელი მშენებლობა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიღოთ ფინანსური რეგულაციების საკითხი, რაც ნიშნავს რომ კომპანიებმა მშენებლობის ნებართვის მიღების დროს წარადგინონ აღნიშნული საგარანტიო ან ფინანსური უზრუნვეყოფის რაიმე წერილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საკითხი ვერ დარეგულირდება,“-აცხადებს წაქაძე.


მისი განმარტებით, საკითხის ისე დაყენება, რომ თუ რეგულაციას დაექვემდებარა ბანკებიდან სესხების აღება,მაშინ ავტომატურად აიკრძალოს დეველოპერულ კომპანიებში შიდა განვადებები,სწორი არ იქნება. წაქაძის განმარტებით, თუ ამ კანონს მიიღებენ, მაშინ  ბევრი დეველოპერული კომპანიის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


წაქაძის განმარტებით, დეველოპერულ კომპანიებიდან სესხების  გადახდის პრობლემა არ არის.


„მშენებლობიდან პრობლემური სესხი მხოლოდ 0.8% იყო. მათაც კარგად იციან ეს, რომ დეველოპერებს ამის პრობლემა არ ჰქონდათ. დეველოპერებს შიდა განვადებების გაცემაც თუ აუკრძალეს, ეს ბიზნესს სერიოზულად დაარტყამს, შესაბამისად, გაიზრდება დაუმთავრებელი მშენებლობების რიცხვი,“-აცხადებს წაქაძე.

 

 სოფო ქსოვრელი 





საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები

საქართველოში, შეიძლება, რეგიონული დატვირთვის აშშ-ს კომერციული წარმომადგენლობა შეიქმნას - რა პერსპექტივებზე და მოლოდინებზე საუბრობენ ექსპერტები
access_time2019-06-18 09:00:10
 „იმისთვის, რომ საქართველო მიებას თავისუფალ ეკონომიკებს, მათ შორის ამერიკულ ეკონომიკას და ჰქონდეს პრეტენზია რეგიონში იყოს კონსოლიდატორი ამერიკული ეკონომიკური აქტივობების, ამას სჭირდება ინფრასტრუქტურულად, ინსტიტუციურად გამართული პოლიტიკური სისტემა და არა არაფორმალური მმართველობა,“- ასე აფასებს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელის მიხედვითაც საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის პროცესი...

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა

აფხაზური ტურიზმის შუქ-ჩრდილები - ე.წ. ალკოტურისტებით გაზრდილი სტატისტიკა
access_time2019-06-17 20:00:07
რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელიც წესით, უნდა ყოფილ ძალიან სასიხარულო აფხაზებისთვის - „აფხაზეთი  რუსეთის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა. კერძოდ, 2019 წლის პირველ კვარტალში, აფხაზეთში ჩავიდა 803 000 რუსი ტურისტი, მაშინ როდესაც ფინეთში 731 000, ყაზახეთში 528 000, ჩინეთში 484 000, გერმანიაში -...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

სერგეენკოს ჰქონდა როგორც ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი

 სერგეენკოს ჰქონდა როგორც  ძალიან კარგი, ასევე არც ისე კარგი იდეები - ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის იდეა იყო ძალიან კარგი
access_time2019-06-18 10:00:43
„ისეთი ექიმი კი არ არის, რომელსაც დიპლომი აქვს მხოლოდ, არამედ მას ნამუშევარი აქვს კლინიკაში და იცის რა არის მძიმე პაციენტის მოვლა და ღამისთენება,“ - ასე აფასებს დავით სერგეენკოს მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მეან-გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე. როგორც ცნობილია, არაოფიციალური ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს და მის შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის...


მსგავსი სიახლეები

up