ბეჟან წაქაძე: „ავანსის დღგ-თი დაბეგვრა დეველოპერებს ახალი პროექტების დაწყებას კიდევ უფრო შეუმცირებს“

ბეჟან წაქაძე: „ავანსის დღგ-თი დაბეგვრა დეველოპერებს ახალი პროექტების დაწყებას კიდევ უფრო შეუმცირებს“

access_time2018-01-16 09:00:06

„ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედება დეველოპერულ ბიზნესს ახალი პროექტების დაწყებას კიდევ უფრო შეუმცირებს“-ასე აფასებს დეველოპერული კომპანია „GDG პლიუსის“ დამფუძნებლი ბეჟან წაქაძე ერთი წლის თავზე ცვლილების ამოქმედებას და სამომავლო პროგნოზსაც აკეთებს.


მისი შეფასებით, ცვლილებამ დეველოპერული სექტორი თავისუფალი ფულადი სახსრების დეფიციტის წინაშე დააყენა და იძულებული გახადა ფინანსური რესურსის მოსაზიდად ბანკებისთვის მიემართა.


„ჩვენ პროექტებს რამდენიმე წლით ადრე ვგეგმავთ, შესაბამისად, ახალ ვალდებულებებს ვიღებთ. მე წლების წინ ახალი პროექტები მქონდა დაგეგმილი, ამიტომ იძულებული გავხდი ბანკისთვის მიმემართა და სესხი ამეღო. სხვა გამოსავალი არ დამრჩა“-აცხადებს წაქაძე.


მისი შეფასებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ამოქმედების გამო კომპანია „GDG პლიუსმა“ ბიუჯეტში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი გადაიხადა. „ეს კი შეიძლებოდა კომპანიაში დარჩენილიყო და ახალი პროექტების დაწყება-განვითარებას მოხმარებოდა“-აცხადებს წაქაძე.


დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აკაკი სონგულია განმარტავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებიდან ფული გადინება მოხდა, თუმცა, ამან ისეთ კომპანიებს არ უნდა შეუქმნას პრობლემა, რომელიც წელს სწორად გეგმავს.



„ბიზნესმა დაგეგმვის დროს უნდა იცოდეს ის, რომ ბიუჯეტში ფული აქვს გადასახდელი და ამას ვერავინ ვერ გაექცევა. ფინანსური შედეგი არ შეცვლილა გარდა დროში ფულის ღირებულებისა. თუ კომპანიას სტაბილური მდგომარეობა აქვს, თავიდანვე გათვლილია მისი შედეგები და აქტივობები, ანუ რა უნდა გაკეთოს და რა თანხები უნდა შემოუვიდეს, არამგონია, ასეთ დროს ნეგატიური შედეგები დადგეს“-აცხადებს სონღულია.


დეველოპერული და ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up