ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად, 300 ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ქალაქის გუბერნატორმა, მარვან აბუდმა ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა.
რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, ის დაახლოებით $3-დან $5 მილიარდს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, აფეთქებას 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 ათასი ადამიანი.
ძლიერი აფეთქება ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა, რამაც ქალაქში შენობების ნგრევა გამოიწვია.
imedinews.ge