ზედიზედ მეხუთე წელია ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნად ითვლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 7.821 ინდექსით ფინეთში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, რადგან 146 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს შემდეგ მოდის ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გაბონი, ერაყი, ვენესუელა, გვინეა, ირანი და განა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სიაში აზერბაიჯანი 92-ე ადგილზეა, სომხეთი 82-ე, თურქეთი 112-ზე, ხოლო რუსეთი მე-80-ზე.
ბედნიერი ქვეყნების TOP-ათეული შემდეგია:
1. ფინეთი
2. დანია
3. ისლანდია
4. შვეიცარია
5. ნიდერლანდები
6. ლუქსემბურგი
7. შვედეთი
8. ნორვეგია
9. ისრაელი
10. ახალი ზელანდია
ასე გამოიყურება სიის უკანასკნელი 10 ქვეყანა:
1. ინდოეთი
2. მალავი
3. ტანზანია
4. სიერა ლეონე
5. ლესოტო
6. ბოტსვანა
7. რუანდა
8. ზიმბაბვე
9. ლიბანი
10. ავღანეთი
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბედნიერების პირველი ანგარიში, გაერომ 2012 წელს გამოაქვეყნა. ინდექსი კი შემდეგი კრიტერიუმებით დგინდება: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, სოციალური მხარდაჭერის სისტემა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, საზოგადოების დიდსულოვნება და კორუფციის აღქმა.