ONLINE გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული სამკაული ბრილიანტის ბეჭედი გახდა. 28.86-კარატიანი ქვით დამშვენებული ბეჭედი Christie’s ონლაინ ვაჭრობაზე გასხვისდა.ბეჭედის შესყიდვაზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ვაჭრობაში 30 მყიდველი იყო ჩართული და საბოლოოდ ფასი 2.115 მილიონამდე გაიზარდა.
ქვას უმაღლესი ხარისხის გეოლოგიური მახასიათებლები აქვს: ფერი - D, სიწმინდე - VVS1, ტიპი - IIa
აღსანიშნავია, რომ Christie’s აუქციონზე გამოტანილია კიდევ ერთი ბრილიანტი - Fancy Intense Blue. გაჯერებული ცისფერი ფერის ქვის წონა 12.11 კარატია. წინასწარი შეფასებით, ბრილიანტის ღირებულება 8-12 მლნ დოლარია.
„ბიზნესპარტნიორი“