ბებიის რეცეპტით დამზადებული სვანური მარილი დახლებზე  ,,ხელედის“  ბრენდით გამოჩნდება

ბებიის რეცეპტით დამზადებული სვანური მარილი დახლებზე ,,ხელედის“ ბრენდით გამოჩნდება

access_time2021-10-14 13:00:39

ქართულ სამზარეულოში ტრადიციული რეცეპტით დამზადებულ სანელებლებს შორის სვანური მარილის ნიშა აშკარად გამორჩეულია. განსხვავებული თვისებითა და არომატით განთქმულ  სვანურ სანელებელს სარესტორნო ბიზნესსა და საოჯახო კულინარიაშიც აქტიურად იყენებენ.  ამ პროდუქტის წარმოებაში მთავარი როლი ტრადიციას აკისრია, ათეულობით წლების განმავლობაში საოჯახო რეცეპტი თაობიდან თაობაზე გადადიოდა. ასე  შემოინახეს ტრადიცია გაზდელიანებმა, რომლებმაც საოჯახო ხელსაქმე ბიზნესად აქციეს და  მომხმარებლების გულის მოგებაც მოასწრეს.

 


ვლადიმერ გაზდელიანის  და მისი მეუღლის თამარ ხვედელიძის მიერ ბებიის რეცეპტით მომზადებული სვანური მარილი  ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. როგორც ,,კომერსანტთან“ მეწარმე ვლადიმერ გაზდელიანი ამბობს, გადაწყვეტილი აქვთ,  წარმოება გააფართოვონ და დაფასოებული პროდუქტი სავაჭრო ობიექტებშიც შეიტანონ.  პროდუქტი კი ბრენდ ,,ხელედის“ სახელწოდებით  მალე დახლებზეც აღმოჩნდება.

 


,,სვანურ მარილს ვამზადებთ ოჯახის პირობებში, ტექნოლოგიურად მთელი სამუშაო ციკლი სრულდება ხელით,  არანაირი ტექნიკის ჩართვა არ ხდება. მარილი თავიდან ბოლომდე  კეთდება ძველი ტრადიციული მეთოდით,  რომელიც ბებიამ გვასწავლა. ახლა ის 90 წლისაა, მანაც წინაპრებისგან ისწავლა. მზადდება მხოლოდ სვანური წესით, რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცა. რაც შეეხება  ძირითად ნედლეულს, ეს არის გიცრული, იგივეა, რაც  მთის ძირა, რომელიც მიივიწყა ყველა მწარმოებელმა. ჩვენ იგი, როგორც მაჭიკის ტრადიცია, აღვადგინეთ და ამით არის განპირობებული დამზადებული პროდუქტის აშკარად გამორჩეული გემო და ფერი, რითაც მომხმარებლის დიდი მოწონება დავიმსახურეთ.  გიცრულს მოვიპოვებთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედში, 2300 მეტრზე ზღვის დონიდან. მცენარე იკრიფება ადრეულ გაზაფხულზე, როცა თოვლი დნობას იწყებს. პროდუქტს  ,,კორბოულის ნობათში“  ვყიდით“, - ამბობს ვლადიმერ გაზდელიანი.

 



ამ ეტაპზე მეწარმე სპონსორის ძიებაშია. გადაწყვეტილი აქვს, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ გრანტით ან რომელიმე სხვა აგროპროექტით ისარგებლოს.



ამით, როგორც ვლადიმერ გაზდელიანი ამბობს, აპირებს საწარმოო დანადგარის შეძენას. წარმოებისთვის საჭირო ღირებულება დაახლოებით 15 000 ლარის ფარგლებშია, რაც დღიურად 200 კგ. სვანური მარილის წარმოების შესაძლებლობას მისცემს.  



,,პროდუქტის დაფასოება-ბრენდირებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გავდივართ. საწარმოო დანადგართან ერთად უნდა შევიძინოთ შუშის ქილები, გაკეთდეს  პოლიგრაფია და სხვა. სვანური მარილის გემური თვისებების შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობაა, რომ პროდუქტი ჰერმეტულად დახურული იყოს. რაც შეეხება მომხმარებელს, სეგმენტი საკმაოდ დიდია, თუმცა ყველაზე მეტად სვანური მარილი გამოიყენება სარესტორნო ბიზნესში, სადაც სვანური  სანელებელი ძალიან პოპულარულია. ბრენდის სახელწოდებაც შევარჩიეთ - ,,ხელედი“. გარდა შიდა ბაზრისა, მყიდველი უკვე მოვიძიეთ ევროპაშიც, კერძოდ იტალიაში, სადაც 30 000 ქართველი ემიგრანტი დიდი ინტერესით გველის. ჯერჯერობით ოჯახის წევრები ვაწარმოებთ, მაგრამ მერე, როცა ამ ყველაფერს სამეწარმეო სახე მიეცემა, უკვე რამდენიმე ადამიანის დასაქმებასაც შევძლებთ“, - ამბობს ვლადიმერ გაზდელიანი.

 


რაც შეეხება პროდუქტის ფასს, ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვების მეშვეობით გაზდელიანების მიერ წარმოებული 1 კგ. სვანური მარილი 25 ლარად იყიდება. როგორც მეწარმე ამბობს, ფასს ნედლეულის ხარისხი და შესრულებული სამუშაოს სირთულე განაპირობებს.

 

 

 მარი ჩიტაია






თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს

ვენეცია ტურისტებს იბრუნებს
access_time2021-10-16 18:00:12
პანდემიის პირველმა წელმა იტალია და, მათ შორის, ვენეცია, უცხოელი ტურისტების გარეშე დატოვა. დღეს ვიზიტორები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, მასშტაბები ჯერ ისეთი არაა, როგორც 2019 წელს. უქმეებზე ვენეცია ტურისტებით სავსეა, მაგრამ სამუშაო დღეებში ქალაქში შედარებითი სიმშვიდეა. ბოლო მონაცემებით ვენეციაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელი პერიოდის 60%-ს მიაღწია, თუმცა, ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. უცხოელების რაოდენობა 2019 წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს იტალიელების 50%-ით...

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა
access_time2021-10-16 10:00:43
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში...

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს

ავთანდილმა შეიძლება ავეჯის დიზაინის ხაზიც აამოქმედოს
access_time2021-10-16 16:00:04
ქართველი დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე ავეჯის დიზაინით დაინტერესდა. როგორც სამოდელო სახლ „ავთანდილის“ დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, ის ჯერჯერობით ძიებაშია და სამომავლო გეგმებზე დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მისმა გატაცებამ მომავალში...

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები

რა რისკებს შეიცავს ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები
access_time2021-10-16 14:00:40
ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტები,...


მსგავსი სიახლეები

up