Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის

Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის

access_time2020-08-11 11:10:36

კომპანია Beard.ge, რომელიც მამაკაცებს თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, პროდუქციის ონალინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ზე განთავსებას გეგმავს.


ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში, აზერბაიჯანში, ირანსა და ყატარში გადის, ხოლო დუბაიში ბრენდის ფრენჩაიზი გაიყიდა და ცენტრალურ მოლში Beard.ge-ს ფილიალი გაიხსნა.


როგორც „კომერსანტს“ Beard.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუკა ცარელაშვილმა განუცხადა, კომპანია აშშ-ში პროდუქტის გატანისთვის ემზადება.


„ამ დროისთვის, მთავარი ფოკუსი ჩვენი პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტზე გვაქვს. ჩვენს სამომავლო გეგმებში დედაქალაქსა და რეგიონებში შედარებით დიდი მაღაზიების გახსნა შედის. ასევე პროდუქციის აშშ-ში ექსპორტი და Amazon-ზე განთავსება გვსურს.

ზოგადად ჩვენი კომპანიის მთავარი არსი და ძირითადი მიზანი, მომხმარებლისთვის ისეთი პროქდუციისა და სერვისის შეთავაზებაა, რაც სასიამოვნოდ გაკვირვებულს  დატოვებს მას. იმედი გვაქვს, რომ მსგავსი მიდგომით სხვა კომპანიებსაც ვუბიძგებთ სერვისის დონის ამაღლებისაკენ და ქვეყანაში გაუმჯობესდება არსებული ვითარება, ამის ნათელი მაგალითი კი Beard.ge იქნება. - განმარტავს ლუკა ცარელაშვილი.



პანდემიის პირობებში, Beard.ge-საც ჰქონდა კრიზისული პერიოდი, თუმცა მუშაობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებდნენ. მომხმარებლებისთვის უფრო კომფორტული გარემოს შესაქმნელად კი მთელი საქართველოს მასშტაბით მიწოდების სერვისი უფასო გახადეს. გარდა ამისა, როგორც კომპანიაში აღნიშნეს რომ განსაკუთრებული თანადგომა მომხმარებლების მხრიდან წამოვიდა, რომლებიც ქვეყანაში ონლაინ გაყიდვების აკრძალვის შემდეგაც პროდუქციას სამომავლოდ უკვეთავდნენ.


„აპრილის თვეში, როდესაც ონლაინ ვაჭრობაც აიკრძალა და ფაქტიურად ყველაფერი დაპაუზდა, რა თქმა უნდა, ჩვენც რთული პერიოდი დაგვიდგა, რომელიც ჩვენი ერთგული მომხმარებლების დახმარებით დავძლიეთ. მიუხედავად მასშტაბური კრიზისისა, ონლაინ-შეკვეთების რაოდენობა, პირიქით, საგრძნობლად იზრდებოდა. ჩვენი სუპერ მომხმარებლები ანგარიშსწორებას წინასწარ ახორციელებდნენ ბარათით, კომენტარის ველში გვიწერდნენ, რომ არ ეჩქარებოდათ და როდესაც მიწოდების სერვისი აღდგებოდა, მაშინ მიგვეტანა მათ მიერ შეძენილი პროდუქცია.


ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამხელა მხარდაჭერისათვის, რომ დაგვეხმარნენ კრიზისის დაძლევაში. სწორედ მათი დახმარებით შევძელით, რომ კრიტიკული ორი თვის განმავლობაში გუნდის წევრები ანაზღაურების გარეშე არ დარჩნენმსგავსი დამოკიდებულება და მხარდაჭერა გვაძლევს უდიდეს სტიმულს, რომ არ მოვდუნდეთ არცერთი წამით და ორიენტირებულნი მუდმივად განვითარებისკენ ვიყოთ. - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.


ამჟამად Beard.ge-ს პროდუქციის 4 ძირითადი კატეგორია აქვს, რომელიც წვერისა და თმის მოვლას, სუნამოებს და წვერის პარსვა/შესწორებას მოიცავს. Beard.ge დაახლოებით 4 წლის წინ შეიქმნა და მამაკაცებს ცნობილი ბრენდების პროდუქციასთან ერთად ქართული წარმოების თავის მოვლის საშუალებებსაც სთავაზობს. თავდაპირველად კომპანია ბაზარზე ონლაინ გაყიდვების სახით გამოჩნდა, დღეისთვის კი მათი პროდუქციის შეძენა Beard.ge-ს 4 ფილიალში შეგიძლიათ : Galleria Tbilisi, City Mall Saburtalo, East Point, Tbilisi Mall. აღსანიშნავია, რომ საერთო გაყიდვებში ონლაინ შეკვეთები 15%-ს შეადგენს და კომპანია მოგებაზე მუშაობს, თუმცა პროდუქციის ფართო ასორტიმენტიდან გამომდინარე მუდმივ ინვესტიციას ახორციელებენ.


ანი ცარციძე

 



თეგები:
Beard.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up