BDO საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებისთვის ახალ ბრენდს BDO Digital-ს ქმნის

BDO საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის სერვისებისთვის ახალ ბრენდს BDO Digital-ს ქმნის

access_time2020-10-07 09:55:35

წამყვანმა აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ ტექნოლოგიური სერვისები ახალი ბრენდის - BDO Digital-ის ქვეშ გააერთიანა. ამ გადაწყვეტილების მიზანია დაეხმაროს კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში.

 

BDO Digital-ი ფოკუსირებული იქნება შემდეგ სერვისებზე:

  • ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია
  • ბიზნესის Lean და Agile ტრანსფორმაცია და ცვლილებების მართვა
  • ERP, CRM, BI, სააღრიცხვო სისტემების დანერგვა და მხარდაჭერა
  • მონაცემების მართვა და ანალიტიკა
  • პროცესების ანალიტიკა და რობოტიზაცია
  • კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • IT აუდიტი და აუთსორსინგი

 

„წლების განმავლობაში BDO-ში ვავითარებდით ტექნოლოგიური  გადაწყვეტების მრავალ მიმართულებას, მათ შორის ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას, მონაცემთა მართვასა და ანალიტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროცესების რობოტიზაციასა და სხვა სერვისებს. ჩვენ  ვართ წამყვანი ERP სოფტების - SAP Business One-ისა და 1C ERP-ის ოფიციალური პარტნიორები. ასევე ვქმნით გადაწყვეტებს ადგილობრივი ბაზრისთვის, როგორიცაა პროგრამა „ბალანსი“ - ერთადერთი ქართული სააღრიცხვო პროგრამა ქლაუდ ტექნოლოგიაზე. BDO Digital -ის ქვეშ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას ვაერთიანებთ და გვინდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეალური სარგებელი მოვუტანოთ ბიზნესს, რაც არ გულისხმობს კომპანიაში მხოლოდ რამე კონკრეტული ტექნოლოგიის გამართვას. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს შესაძლებლობების გააზრებაში, გადაწყვეტილებების შემუშავებასა და შემდეგ ამ ყველაფრის განხორციელებაში.“- ამბობს BDO Digital-ის პარტნიორი ზვიად ორაგველიძე.

 

ციფრული ტრანსფორმაციის სერვისების განვითარება BDO-ს გლობალური სტრატეგიის ნაწილია. ეს მიმართულება უკვე წარმატებით დაემატა BDO-ს სერვისებს აშშ-ში, ბელგიაში, ისრაელში, გერმანიასა და  სხვა ქვეყნებში. BDO Digital-ის შექმნით ხელმისაწვდომი ხდება ის გლობალური ცოდნა, გამოცდილება და გადაწყვეტები, რომელსაც BDO სთავაზობს თანამედროვე კომპანიებს მთელ მსოფლიოში ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.  BDO Digital 100-მდე გამოცდილ თანამშრომელს აერთიანებს, მათ შორის მონაცემთა მეცნიერებს, პროგრამისტებს, კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირებულ ოფიცრებსა და ინდუსტრიის სხვა სპეციალისტებს.

„დღევანდელ ცვლილებებით სავსე გარემოში კომპანიებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა სწორ ნაბიჯებსა და  დროულ გადაწყვეტილებებს ენიჭება“ - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი. „ ციფრული ტრანსფორმაცია უკვე ყველა კომპანიას ეხება და ეს გარდაუვალი პროცესია. რაც უფრო ადრე აუწყობს ფეხს ბიზნესი ამ ცვლილებებს, მით უფრო დროულად შეძლებს ახალ რეალობაში დამკვიდრებას და კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას. წამყვან კომპანიებს გააზრებული აქვთ ცვლილებებთან ადაპტირების აუცილებლობა და აქტიურად ისახავენ გაციფრულების სტრატეგიას. მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ბოლომდე სწორად გააზრებული და გათვლილი ერთიანი სტრატეგია, რომელიც ბიზნესის ყველა ასპექტს მოიცავს. სწორედ ამაში დაეხმარება BDO Digital-ი კომპანიებს, იმ სიღრმისეული ცოდნით და გამოცდილებით, რაც დავაგროვეთ მთელი ამ წლების მანძილზე და რასაკვირველია, გლობალური ქსელის ძლიერი მხარდაჭერით.“


BDO-ს ახალი მიმართულების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს BDO Digital-ის ვებსაიტს - www.bdodigital.ge-ს და დეტალურად გაეცნოს როგორც ციფრული ტრანსფორმაციის მთლიან პროცესს, ასევე, ინდივიდუალურ სერვისებს.

 

BDO-ს შესახებ

BDO, ერთ-ერთი უმსხვილესი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, წარმოადგენს BDO-ს დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმების საერთაშორისო ქსელის წევრს.

BDO საქართველოში 1999 წელს დაფუძნდა და 250-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 167 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, BDO ემსახურება ყველა ზომისა და ინდუსტრიის ბიზნესს აუდიტის, გადასახადების, აუთსორსინგის, იურიდიული მომსახურების, ფართო სპექტრის ბიზნეს კონსულტაციების, ტექნოლოგიური და ციფრული გადაწყვეტილებების და ბიზნეს ტრენინგების მიმართულებით.

BDO-ს მინიჭებული აქვს აუდიტის მომსახურების პირველი კატეგორია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად. 

კომპანია ფლობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სერტიფიკატს ISO/IEC 27001.

 

 


თეგები:
BDO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up