BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა

BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა

access_time2020-02-25 09:30:32

BDO-მ წარმატებით დანერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის  მსოფლიოში აღიარებული სტანდარტი ISO/IEC 27001 და გაიარა შესაბამისი სერტიფიცირება.სტანდარტის დანერგვის ყველა სამუშაო BDO-ს კიბერ და ინფორმაციული  უსაფრთხოების მიმართულების მიერ შესრულდა, ხოლო აუდიტი ჩაატარა და შესაბამისი სერტიფიკატი გასცა წამყვანმა ევროპულმა კომპანია EuroCert-მა, რომელიც სასერტიფიკატო მომსახურებას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ეწევა.


ISO/IEC 27001 წარმოადგენს მენეჯმენტის აქტიური ჩართულობით რისკების ეფექტურად მართვაზე დაფუძნებულ სისტემას, რომლის მიზანია მონაცემთა უსაფრთხოება და ბიზნეს პროცესების განგრძობითი მუშაობის უზრუნველყოფა.


ISO/IEC 27001 ერთადერთი აუდირებადი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. BDO-ს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა მოიცავს ტექნიკური, ადმინისტრაციული და ფიზიკური უსაფრთხოების მთელ რიგ კონტროლებს კომპანიის თანამშრომლებისა და კლიენტების ინფორმაციის დაცულობისთვის ზოგადი ბიზნესრისკის კონტექსტის გათვალისწინებით.



ანზორ მეხრიშვილი, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი: „თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში აქტიურად ჩნდება ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ახალი რისკები და გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მაღალი დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა განახორციელა პროექტი, რომელიც ვფიქრობთ, BDO-ს პროფესიონალური სერვისის სავიზიტო ბარათი გახდება. კომპანიებს ვთავაზობთ ინფორმაციულ და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას და იმისთვის რომ დამკვეთები დარწმულებული იყვნენ ჩვენს შესაძლებლობებში, პირველ რიგში BDO-ში დავნერგეთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტი  - ISO/IEC 27001, რომელიც ბოლო დროს გახშირებული კიბერთავდასხმების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.”


ზურაბ ლალაზაშვილი, მმართველი პარტნიორი: „გამორჩეული მომსახურება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ინფორმაციის უსაფრთხოების აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობა, რაც ჩვენთვის გადმოცემული ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელ დღეს სწორად შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. რაც უფრო დამოკიდებული ვხდებით ტექნოლოგიებზე, მით უფრო იზრდება იმ მონაცემების მოცულობა, რომელიც ამ ტექნოლოგიების მეშვეობით მუშავდება და ამიტომ ინფორმაციის დაცულობა და უსაფრთხოება განსაკუთრებულ  მნიშვნელობას იძენს. კლიენტებისა და პარტნიორების მიმართ დიდი პასუხისმგებლობა  გვკარნახობს, რომ მათ უსაფრთხოების, დაცულობისა და სიმშვიდის ის ხარისხი მივცეთ, რისი მოლოდინიც აქვთ და რასაც იმსახურებენ. ISO/IEC 27001 სერტიფიცირება თითოეული ჩვენი კლიენტისთვის არის მათი ინფორმაციის დაცულობის გარანტი მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად”.

 

 (R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up