BBC – ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა

BBC – ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა

access_time2019-06-28 19:20:01

BBC – ტრამპისა და პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ საუბარი არ ყოფილა.



აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საათნახევარი გრძელდებოდა. მისი დამთავრების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს სიტუაცია ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში.


თეთრი სახლის განცხადებით, ორივე პრეზიდენტი დაეთანხმა იმ აზრს, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე სახელმწიფოს და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია. გარდა ამისა, განიხილეს XXI საუკუნის იარაღზე კონტროლის საკითხი.


კრემლში შეხვედრის შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


ორმხრივ შეხვედრაში პრეზიდენტების გარდა მონაწილეობდნენ: ამერიკის მხრიდან – სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი, ასევე ტრამპის ქალიშვილი ივანკა და სიძე ჯარედ კუშნერი. რუსეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველი ვიცე-პრემიერი ანტონ სილუანოვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.


შეხვედრის წინ, პროტოკოლით გათვალისწინებული სურათის გადაღების დროს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აპირებს თუ არა პუტინთან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხის განხილვას. აშშ-ს პრეზიდენტს გაეცინა და პუტინს იქვე მიმართა: „თუ შეიძლება არ ჩაერიო არჩევნებში“.


ეს პუტინის და ტრამპის მესამე შეხვედრა იყო. ბოლო შეხვედრა 2018 წლის 16 ივლისს სამიტზე ჰელსინკში შედგა. მას შემდეგ ურთიერთობები ორ სუპერსახელმწიფოს შორის მნიშვნელოვნად გაუარესდა და რამდენიმე დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.


აღნიშნულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.


IPN.GE





იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა

ექნება თუ არა ინფექციურ საავადმყოფოს დაპირებული ახალი შენობა
access_time2020-06-06 15:00:13
“ჩვენ ვცდილობთ არ შევაწუხოთ უმაღლესი თანამდებობის პირები და ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, გვეუბნებიან, რომ თქვენზე მუდმივად მიდის მუშაობა. იმასაც გვეუბნებიან, რომ ბოლო პერიოდში ეს მუშაობა დაჩქარდა და მალე ყველაფერი დამთავრდება. ეს ვიცით ჩვენ, მეტი არაფერი”,  - უთხრა რადიო თავისუფლებას 3 ივნისს თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, როცა ვკითხეთ, რა ბედი ეწია დაპირებას ინფექციური საავადმყოფოს ახალ ფართში გადაყვანის შესახებ. 25 მაისს...


მსგავსი სიახლეები

up