BBC: შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 40% შავკანიანია

BBC: შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის 40% შავკანიანია

access_time2020-04-13 20:15:48

აფროამერიკელები გაცილებით უფრო ხშირად იღუპებიან კორონავირუსისგან, ვიდრე თეთრკანიანები.რატომ?შავკანიანთა წილი დაავადებულებს და გარდაცვლილებს შორის აშშ-ში არაპროპორციულია ქვეყნის მოსახლეობაში მათ წილთან - ასეთია რამდენიმე შტატის არაოფიციალური მონაცემები.

 

 ინფიცირების და სიკვდილიანობის რასობრივი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, დაავადებათა კონტროლის ცენტრები არ ავრცელებენ ინფორმაციას ამ საკითხზე, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმ შტატების ხელმძღვანელობისგან, სადაც  ბევრი აფროამერიკელი ცხოვრობს. პირველ რიგში, ეს ეხება ნიუ-იორკს, კალიფორნიას, ნიუ-ჯერსის და ვაშინგტონს.

 

თუმცა, არსებობს წინასწარი მონაცემები ჩიკაგოდან, რომლებიც ცხადყოფს, რომ კორონავირუსით შავკანიანები მეტად ინფიცირდებიან.ჩიკაგოს მოსახლების 30%-ი შავკანიანია, თუმცა, ინფიცირებულებს შორის მათი წილი 50%-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილებში - 70%-ს.შტატ ილინოისში, რომლის ცენტრიც სწორედ ჩიკაგოა, შავკანიანები მოსახლეობის 15%-ს შეადგენენ, ხოლო დაავადებულების წილია- 28%, დაღუპულების - 43%.

 

ანალოგიური სიტუაციაა რამდენიმე სხვა შტატში, განსაკუთრებით მიჩიგანში, რომელიც ფატალური შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზეა ნიუ-იორკის და ნიუ-ჯერსის შემდეგ.მიჩიგანის მოსახლეობის 14% შავკანიანია, თუმცა, მათზე მოდის  დაინფიცირების მესამედი და გარდაცვალებათა 40%-ი.

 

ჩიკაგოს კომისარმა ჯანდაცვის საკითხებში ელისონ არვადიმ განაცხადა, რომ ქალაქის შავკანიან მცხოვრებთა სიცოცხლის ხანგძლივობა თითქმის 9 წლით ნაკლებია, ვიდრე თეთრკანიანების.

 

კვლევების თანახმად, შავკანიან ჩიკაგოელებს შორის 2-ჯერ ხშირია დიაბეტი, ხოლო სიკვდილიანობა ფილტვების დაავადებებისგან - თითქმის 20%-ით მაღალი.ყოველ მე-5 აფროამერიკელს ჩიკაგოში აწუხებს მაღალი წნევა, რაც 25%-ით მეტია, ვიდრე თეთრკანიანების შემთხვევაშია. ყველაფერი ეს არის დამატებითი რისკ-ფაქტორები, რომლებიც ასევე ნეგატიურად მოქმედებენ კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე.


 

რითია გამოწვეული ასეთი უთანასწორობა ისეთ მდიდარ ქვეყანაში, როგორ აშშ-ია?

 

ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ხშირია აფროამერიკელებს შორის - არის რასობრივი დისკრიმინაციის ათწლეულებით გამოწვეული სიღარიბის შედეგი. ბევრ შავკანიანს არ გააჩნია სახსრები სამედიცინო დახმარების მისაღებად, თანაც კვლევების თანახმად, ხშირად ექიმები, ძირითადად თეთრკანიანები, არ აქცევენ სათანადო ყურადღებას აფროამერიკელი პაციენტების ჩივილებს.

 

ცხოვრების ცუდი პირობები, ხვრელები სოციალური დაცვის სისტემაში, არათანაბარი წვდომა განათლებასა და კარიერასთან, სისტემური რასიზმი, რომელიც ახალისებს რასობრივი დისკრიმინაციას - ეს ყველაფერი მოქმედებს სიტუაციაზე კორონავირუსთან დაკავშირებით  - ამბობს არვადი.

 

ყველაფერთან ერთად, აფროამერიკელებს უჭირთ თვითიზოლაციაში დარჩენა, რადგანაც მათი დიდი ნაწილი მუშაობს მაღაზიებში, ტრანსპორტში, და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც შეუძლებელია დისტანციური საქმიანობა.მათი დიდი ნაწილი ღარიბია, ბევრს არ ჰყავს ავტომობილი და მათ უწევთ სამსახურში  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული.

 

ასევე მძიმეა სიტუაცია დაბალი სტატუსის მქონე სხვა რასობრივ ჯგუფში - ლათინოამერიკელებს და ინდიელებს შორის.ჩიკაგოს მერის ლორი ლაიტფუტის თქმით, ლათინოსების დაინფიცირება ნაკლებად გამოვლინდება, თუმცა, მათზე მოდის დაავადებულთა 14%.

 

Los Angeles Times-ს ინფორმაციით, ლათინოამერიკელებს შორის თეთრკანიანებში ბევრად უფრო მაღალია ჭარბი წონის და დიაბეტის, ხოლო ინდიელებს შორის - დიაბეტის და გულს-სისხლძარღვთა დაავადებათა გავრცელება.

 

როგორც ცნობილია, სწორედ ეს დაავადებები ზრდიან კორონავირუსით გარდაცვალების რისკს.

 

წყარო: bbc.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up