BBC - საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის,  ჩინეთისა და ვენესუელას შემდეგ მესამე ქვეყანაა

BBC - საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის, ჩინეთისა და ვენესუელას შემდეგ მესამე ქვეყანაა

access_time2019-11-06 16:30:44

როგორ იყენებენ ჰიდროელექტროსადგურებს კრიპტოვალუტის საწარმოებლად ევროპის აღმოსავლეთ კიდეზე. ედ ბატლერი, „ბიბისის“ ჟურნალისტი საქართველოს ეწვია ბიტკოინის იმ ქარხნების მოსანახულებლად, რომელიც ელექტროენერგიის იაფი და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს.


„ბიბისისთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ გვაქვს ახალი ამბიციური გეგმები წყალქვეშა მაღალი-ძაბვის ელექტრობის კაბელების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია გააერთიანოს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ევროპის შავი ზღვის სანაპიროებთან. ეს არის იდეა და კარგი გზა, რომ მეტად გავხდეთ ინტეგრირებულნი ევროპის ენერგო სისტემაში“,-აცხადებს მინისტრი.
ჟურნალისტი თბილისში მდებარე ბიტკოინების ქარხანასაც ეწვია, სადაც მას ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორად აქ მოდის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის დიდი ნაწილი. მისივე განცხადებით, საქართველო, მსოფლიოში ბიტკოინის მწარმოებელთა შორის,  ჩინეთისა და ვენესუელის შემდეგ მესამე ქვეყანაა.


„მხოლოდ ეს წარმოება მოიხმარს 389,7 მლნ კვტ/სთ-ს. ეს არის მთელი ქვეყნის მოხმარების 4%. პრობლემა ისაა, რომ არის კიდევ მიკრო-წარმოებები, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ჩემი აზრით, მათ, საერთო ჯამში, მთლიანი მოხმარების 10%-ზე მეტი სჭირდებათ“, - აცხადებს დავით ჭაპაშვილი, „გრინ ენერჯის“ წარმომადგენელი, „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტი კომპანიის ლატვიელ დამფუძნებელს, კითხვას უსვამს ბიზნესში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს ამ ბიზნესში წილი არ აქვს.


ავტორის თქმით, საჯარო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ივანიშვილს შეიძლება, არ ჰქონდეს პირდაპირი წილი ამ ბიზნესში, თუმცა მასთან დაკავშირებულმა „თანაინვესტირების ფონდმა“ საქართველოში წარმოების დასაწყებად 10 მილიონი დოლარი გადაიხადა.


ავტორი ასევე აცხადებს, რომ საწარმო სპეციალურ თავისუფალ სავაჭრო ზონაში ფუნქციონირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ იხდის გადასახადებს ელექტროენერგიისთვის.


bpn.ge

თეგები:
ბიტკოინი



6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up