BBC: საქართველო ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

BBC: საქართველო ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა

access_time2020-11-09 19:30:32

„დაიცავი შენი ხმა“ - ასეთი ლოზუნგით თბილისში კვირას მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც საზოგადოება განმეორებით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა.

 

 

საღამოს მიტინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებს და სპეცდანიშნულების რაზმს შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეთა დაშლა წყლის ჭავლის და გაზის გამოყენებით სცადეს. საბოლოოდ, გვიან ღამით ოპოზიცია დაიშალა, მაგრამ პროტესტი არ შეწყდა - აქცია პარლამენტის წინ დღესაც გაგრძელდება.

 

 

რას აპროტესტებს ოპოზიცია?

 

ოპოზიცია არჩევნების „ტოტალურ ფალსიფიკაციაზე“ საუბრობს, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნება“ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა  - 48%. 

30 მაჟორიტარული ოლქიდან 13-ში მისმა წარმომადგენლებმა პირველი ტურში გაიმარჯვეს, 17 ოლქში კი, მათ შორის თბილისის 8 ოლქში, 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ასე რომ, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობის მიღებასთან ახლოსაა, რაც პირველი შემთხვევაში იქნება - აქამდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მესამე ვადით ძალაუფლება ვერ შეინარჩუნა.

 

თუმცა, გამოცხადებულ შედეგს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ეთანხმება, მათ შორის ისინი, ვინც საარჩევნო ბარიერი გადალახა. პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ საარჩევნო მანდატებზე უარი განაცხადა, ხოლო კვირის აქციის მიზანია იმის დემონსტრირება იყო თუ, რამდენი ადამიანი არ ეთანხმება „ხმების ქურდობას“.

 

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობამ“, რომელმაც ხმის მიცემის პროცედურების გაკონტროლებაზე  600-მდე დამკვირვებელი ჰყავდა, ეს არჩევნები 2016 წელთან შედარებით შეაფასა, როგორც ნაბიჯი უკან.

 


ასევე 26 არასამთავრობი ორგანიზაციამ 2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველაზე უსამართლოდ ჩათვალა.

 

ამავე დროს საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნით, არჩევნები კონკურენტული იყო და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვით ჩატარდა - თუმცა, ბრალდებებმა ამომრჩევლებზე ზეწოლის თაობაზე ამ არჩევნების ზოგიერთი ასპექტისადმი უნდობლობა გამოიწვია.

 

ხელახალი არჩევნები?

 

ოპოზიციის ლიდერების თქმით, საპროტესტო აქციები ხელახალი და მათი სიტყვებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე არ შეწყდება.

 

მმართველი პარტიის ლიდერის ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა კონსენსუსის მიღწევას არ გამორიცხავს.

 

მისი თქმით, შესაძლოა ამ არჩევნებში დარღვევებმა პროცენტების კუთხით შედეგი დიდად არ შეცვალეს, თუმცა, ეს მცირე პროცენტული სხვაობა  ხელისუფლების შეცვლის საკითხში შესაძლოა გადამწყვეტი  იყოს.

 

„ოპოზიცია კონსოლიდირებული  და კოალიციის შექმნისთვის მზად იყო, შესაბამისად, „ოცნება“ ძალაუფლებას კარგავდა. ოპოზიციას პარლამენტში შესვლა,  არჩევნებში დარღვევების გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნა და სამართლებრივი გზით რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა შეეძლო. ეს უფრო ცივილიზებული გზაა, დიდი რყევების და ეკონომიკაში პანდემიის გამო შექმნილი ვითარების კიდევ უფრო მეტად გართულების გარეშე“ - მიიჩნევს ის.

 

თუმცა, ხუხაშვილის აზრით, ოპოზიციამ რა გზაც არ უნდა აირჩიოს, ყველა შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

 

„ხელისუფლება ხალხს ისევ გადატრიალების მცდელობას აბრალებს, ყველა პრობლემას ოპოზიციას აბრალებს, ცდილობს ოპოზიციის რიგებში განხეთქილების შეტანას. შესაძლოა ამან გარკვეული დროით იმოქმედოს, თუმცა სისტემურად არაფერს შეცვლის. საბოლოო ჯამში კრიზისი გარდაუვალია“ - თვლის ექსპერტი.

 

ამავე დროს, სამართლებრივი თვალსაზრისით, პარლამენტს მუშაობის დაწყებას ოპოზიციის გარეშეც შეუძლია.

 

„სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ 150-დან 90 ხმას მიიღებს, ეს კი პარლამენტის მუშაობის დაწყებისთვის საკმარისია. მართალია, ის კონსტიტუციურ კანონებს ვერ მიიღებს, თუმცა მთავრობის ფორმირება და ბიუჯეტის დამტკიცება სავსებით შეუძლია“ - ამბობს კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.


წყარო BBC

მოამზადა: თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up