BBC -  როგორ დაეხმარა ,,სამი მუშკეტერი” საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში

BBC - როგორ დაეხმარა ,,სამი მუშკეტერი” საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში

access_time2020-07-06 13:33:36

,,სახალხოდ ცნობილმა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც სამი მუშკეტერი ეწოდება, პანდემიის წინააღმდეგ კავკასიის სახელმწიფოს წარმატებული რეაგირებისთვის ქება დაიმსახურა. ,,საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანაში შედის, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ თვლის, რათა თავისი საზღვრები გაუხსნას. ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემილოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.


სტატიაში საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა, მათ შორის აღნიშნულია სკოლების, უნივერსიტეტების, არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტების დახურვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება და „კომენდანტის საათის“ დაწესება.


ბიბისი“ წერს, რომ საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.


,,საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანაში შედის, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ თვლის, რათა თავისი საზღვრები გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც მიაღწია სტატუსს. 3.7 მილიონი მოსახლეობიდან Covid-19-ის 1000-ზე ნაკლები ოფიციალური შემთხვევაა დაფიქსირებული და მხოლოდ 15 ადამიანია გარდაცვლილი. სახალხოდ ცნობილმა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც სამი მუშკეტერი ეწოდება, პანდემიის წინააღმდეგ კავკასიის სახელმწიფოს წარმატებული რეაგირებისთვის ქება დაიმსახურა. შედარებისთვის, კორონავირუსი მძვინვარებდა მეზობელ სომხეთშიც, რომელიც საქართველოს მსგავსი ზომის ქვეყანა. Covid-19- ის ასობით ახალი შემთხვევა ყოველდღე რეგისტრირდება იქ, ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 26 000-ს გადააჭარბა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი თითქმის 500-ს შეადგენს. როგორ შეძლო ეს საქართველომ? საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა. მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა. მარტის შუა რიცხვებისთვის ყველა სკოლა, უნივერსიტეტი და არააუცილებელი ბიზნესი დაიხურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეჩერდა. 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ასევე, შემოიღეს ღამის კომენდანტის საათი. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებლური აღდგომის დროს ხელისუფლებამ აკრძალა პირადი ტრანსპორტი და დახურა სასაფლაოები. ”პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე ინფორმირებული ვიყავით პანდემიის საფრთხეზე,” - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, BBC-ს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ”ჩვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და მცირე ზომა, ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითს”,- წერს ბიბისი.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.


ავტორის თქმით, საინფორმაციო კამპანიას და რეგულარულ განახლებებს უძღვებოდნენ ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.



ბიბისი წერს, რომ კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახე მარინა ეზუგბაიაა, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.


,,NCDC-ს ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნე იყო და დაადანაშაულეს იმაშიც, რომ იგი აშშ-ს საიდუმლო ბიო-იარაღის პროგრამის ნაწილია. მაგრამ მისმა მეცნიერებმა ქვეყანაში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას უხელმძღვანელეს. ვინ არიან ,,მუშკეტერები”? საქართველოში NCDC-ს მეცნიერებმა საქართველოს მასშტაბით პატივისცემა დაიმსახურეს მიღებული გადაწყვეტილებების გამო. სამეულში შედის NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, ლუგარის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და მთავარი ვირუსოლოგი, თენგიზ ცერცვაძე, რომელიც არის თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახე, მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური დაავადებების საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელია. კორონავირუსის ტესტირების მიმართულებით ახლა საქართველოს მასშტაბით 19 ლაბორატორია მუშაობს. 30 ივნისს, NCDC- ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დეტალურად აღწერა საქართველოს წარმატება. "ოქროს სტანდარტით ჩვენ ჩავატარეთ თითქმის 30,000 PCR ტესტირება მილიონ მოსახლეზე. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86%-მდე გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ 15 ადამიანი დაიღუპა, რაც 1,6% -ს შეადგენს, რაც მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით ძალიან დაბალია”.


რატომ გაამართლა ამ მიდგომამ? საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მითითებების შესრულებისთვის. დაწესდა მძიმე ჯარიმები მათთვის, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს წესებს დაარღვევდა - 1 000 აშშ დოლარი ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის და 3000 აშშ დოლარზე მეტი ჯარიმა ბიზნესებისთვის”,- წერს ბიბისი.


ავტორის თქმით, გაფრთხილებები მოწოდებით „დარჩით სახლში“ იყო გამოსახული ავტობუსების გაჩერების ციფრულ ტაბლოებზე, ასევე მობილური ოპერატორების მიერ მოქალაქეების ტელეფონებზე.


როგორც „ბიბისის“ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველების თანამშრომლობამ და ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვაში მათმა სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ინფექციის მრუდი ყოფილიყო პლატო.


„დარჩი სახლში“ გაფრთხილებები ციფრულად იქნა გამოსახული ავტობუსის გაჩერებებზე, ხოლო მობილური ტელეფონის ოპერატორებმა იგივე მესიჯი გაავრცელეს ხალხის მოწყობილობებზე. მიუხედავად პოლიტიკური პოლარიზაციის ტიპიურად მაღალი ხარისხისა, ქართული საზოგადოება ფართოდ უჭერდა მხარს ეპიდემიასთან ბრძოლის მცდელობებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველთა თანამშრომლობამ და მათმა "სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვის მხრივ" ხელი შეუწყო ინფექციების მრუდის გასწორებას. დიდი გამოცდის წინასშე დადგნენ აღდგომის კვირა დღეს, როდესაც შიშობდნენ, რომ ათასობით ადამიანი დაესწრებოდა შუაღამის მსახურებას ეკლესიებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქვეყნის ძლიერმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა წმიდა ზიარებისთვის საერთო კოვზების გამოყენების შეწყვეტაზე, მაგრამ ადამიანების უმეტესობა მეცნიერთა რჩევებს მიჰყვა და დარჩა სახლში. მეზობელი ქვეყნები სომხეთმა, რომელმაც (დღემდე) დაარეგისტრირა Covid-19- ის თითქმის 27,000 შემთხვევა, აპრილის ბოლოს დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება, ეკონომიკის თანდათანობით გახსნა კი - მაისში. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა, BBC- ს განუცხადა, რომ ახალი ინფექციების რიცხვი იზრდებოდა, მაგრამ ქვეყანას აღარ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დახურული ყოფილიყო. “ჩვენ გადავწყვიტეთ ვირუსთან თანაცხოვრება, ციფრების მიუხედავად. ჩვენი საბოლოო მიზანი არ არის მისი აღმოფხვრა, რადგან ეს შეუძლებელია. თუ ერთი წლის განმავლობაში საზღვრები უნდა დავხუროთ, თვეების და წლების განმავლობაში კი ბიზნესი, სხვა მიზეზებით დავიხოცებით”,- ნათქვამია სტატიაში.


როგორცავტორი წერს, ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი და რესტორანი კვლავ გაიხსნა. პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და მოქმედებს მკაცრი წესები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზე.


გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიფრთხილეს ინარჩუნებს.


მეზობელი აზერბაიჯანი ასევე აგრძელებს ასობით ახალი შემთხვევის აღრიცხვას ყოველდღე. შეზღუდვები მოიხსნა. ბევრი ქართული ბიზნესი და რესტორანი გახსნა. ნიღბების ტარება სავალდებულოა დახურულ საზოგადოებრივ სივფცეებშ და არსებობს მკაცრი წესები დიდი შეკრებების დროს დისტანციასა და შეზღუდვებზე. საქართველოს მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ეს საკითხი გადაიდო, ასე რომ, წელს ქვეყანაში ტურიზმის სექტორის პერსპექტივები გაურკვეველია. NCDC– ის ხელმძღვანელი ინარჩუნებს სიფრთხილეს.


”თუ საქართველო ჰგავს კუნძულს და გარშემომყოფ ქვეყნებს შორის ოაზისს, ეს არ გვაძლევს თუნდაც წუთიერად მოდუნებას უფლებას,” - განუცხადა გამყრელიძემ BBC- ს. "ის ფაქტი, რომ ყოველდღიურად ახალი შემთხვევები ერთნიშნა ციფრებში გვაქვს, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივ მზადყოფნაში”- წერს ბრიტანული გამოცემა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up