BBC: მსოფლიოს შობადობის გლობალური ვარდნა ელის

BBC: მსოფლიოს შობადობის გლობალური ვარდნა ელის

access_time2020-08-02 17:00:05


მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა ადრე თუ გვიან შობადობის ვარდნის და მოსახლეობის რადიკალური კლების წინაშე აღმოჩნდება.


მათ შორის მაგალითად, ესპანეთსა და იაპონიაში, დღევანდელი დემოგრაფიული ტენდენციების შენარჩუნების შეთხვევაში 2100 წლისთვის მოსახლეობა 50%-ით შემცირდებაკაცობრიობა დაბერდება, 80 წელზე ასაკოვანი ადამიანები ახალშობილებზე მეტი იქნება.



რა ხდება?



ერთ ქალზე საშუალო შობადობა წლების მანძილზე კლებულობს -თუ  ეს მაჩვენებელი 2,1 ბავშვზე ნაკლებია - მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას იწყებს.


1950 წელს საშუალო მსოფლიოს მაჩვენებელი 4,7 იყო, 2017 წლისთვის კი 2,4-მდე დაეცა. სიეტლის უნივერსიტეტის პროგნოზით, 2100 წელს ის 1,7-მდე დაიკლებს.


დედამიწის მოსახლეობა პიკს 2064 წელს მიაღწევს - 9, 7 მლრდ. ადამიანს, და შემდეგ კლებას დაიწყებს, ხოლო 2100 წლისთვის  8,8 მლრდ. გახდება.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა - მსოფლიოს დიდი ნაწილი ცხოვრებას მოსახლეობის ბუნებრივი კლების პირობებში იწყებს“ - განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, პროფესორმა კრისტოფერ მიურეიმა.


შობადობის კლების მთავარი მიზეზია ქალების არჩევანი განათლების და კარიერის სასარგებლოდ, რა დროსაც შვილების მცირე რაოდენობა  - გარკვეულწილად მათი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.



სხვებზე მეტად ვის შეეხება?




იაპონიის მოსახლეობამ 2017 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 128 მლნ.- - უკვე მიაღწია და შემცირება დაიწყო. სავარაუდოდ, საუკუნის ბოლოსთვის, ის 53 მლნ.-მდე შემცირდება. არანაკლებ მკვეთრი ვარდნა იტალიას ელის - 61-დან 28 მლნ.-მდე.


2100 წლისთვის 23 ქვეყნის მოსახლეობა დღევანდელზე 2-ჯერ ნაკლები იქნება  - მათ შორისაა ესპანეთი, პორტუგალია, ტაილანდი და სამხრეთ კორეა.


ამ სიაში მოხვედრასთან ძალიან ახლოსაა ჩინეთიც, რომლის მოსახლეობაც 2100 წელს 730 მლნ. ადამიანი იქნება.


პირველ ადგილზე კი მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ ინდოეთი გავა.


პრობლემა გლობალურ ხასიათს ატარებს - დედამიწაზე არსებულ 195 სახელმწიფოდან 183-ში შობადობა მინიმალურზე ნაკლებ დონეზეა.


ერთი შეხედვით - არაფერი ცუდი ამაში არაა - ნაკლები მოსახლეობა ნიშნავს ნაკლებ ეკოლოგიურ ზიანს, ენერგორესურსების ნაკლებ მოხმარებას, და ..


თუმცა, კრისტოფერ მიურეის თქმით, ეს ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.



საქმე გვექნება მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებასთან, რაც უამრავ პრობლემას შექმნის. ძალიან რთული იქნება ნორმალური ფუნქციონირება ქვეყნებში სადაც დასაქმებულებზე მეტი


პენსიონერია. ვერანაირი გადასახადები ამდენი პენსიონერის რჩენას არ ეყოფა“  - მიიჩნევს პროფესორი.


პარალელურად მუშახელი დეფიციტი სულ უფრო და უფრო სერიოზული გახდება ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა იზრდება, ხოლო მოსახლეობა მცირდება.


ზოგიერთი ქვეყანა ამ ეტაპზე პრობლემას მიგრაციის წახალისებით წყვეტს, თუმცა, საბოლოო ჯამში ესეც ჩიხური გზაა, რადგანაც მოსახლეობის კლება ყველას შეეხება



სხვა ქვეყნების შობადობის ზრდას სხვადსხვა შეღავათებით ცდილობენ, თუმცა, ეს თითქმის არ მუშაობს - კარიერაზე დამიზნულ ქალებს სახლში რაღაც გაურკვეველი შეღავათებით ვერ გააჩერებ.


შვედეთმა დიდი ძალისხმევით შობადობის 1,7-დან 1,9-მდე გაზრდა მოახერხა, თუმცა, სხვები ნაკლებად წარმატებულები არიან ამ მხრივ - სინგაპურში შობადობა კვლავ 1,3 დონეზე რჩება.


ერთადერთი რეგიონი, სადაც მოსახლეობა გაიზრდება, იქნება აფრიკა - მაგალითად, 2100 წელს ნიგერიაში 791 მლნ. ადამიანი იცხოვრებს.



რატომ მაინც და მაინც 2,1?



რატომ არის 2,1 ბავშვი ერთ ქალზე კრიტიკული მაჩვენებელი? მათემატიკურად რომ დაითვალოთ, გამოდის, რომ მოსახლეობის ერთ დონეზე შენარჩუნებისთვის საკმარისია 2 ბავშვი თითო ქალზე.


თუმცა, ეს თეორიაა, რადგანაც, ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ბავშვები კვდებიან, არც უშვილო წყვილებია იშვიათობა.


ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოსახლეობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლოდ საჭიროა სწორედ 2,1 ბავშვი 1 ქალზე - პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ უმრავლესობას 2 შვილი, ხოლო ნაწილს - 3 ეყოლება.



თეგები:
შობადობა



ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...


მსგავსი სიახლეები

up