BBC ლოკდაუნის პერიოდში ტელესკოლის რეჟიმზე გადადის

BBC ლოკდაუნის პერიოდში ტელესკოლის რეჟიმზე გადადის

access_time2021-01-13 14:10:00

BBC TV სასკოლო ასაკის ბავშვებს სწავლაში დაეხმარება ახლახან გამოცხადებული ლოკდაუნის პერიოდში, რისთვისაც ტელესკოლის რეჟიმზე გადაიყვანს ჰოლდინგის შემდეგ არხებს BBC Two და CBBC. იგივე მასალა სატელევიზიო ჰოლდინგის ინტერნეტ პორტალზეც განთავსდება და ონლაინ რეჟიმში გადაიცემა.



გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სკოლების უმეტესობა დაიხურა, რადგან მთავრობამ გამკაცრებული ზომები დააწესა ახალი კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დასამყარებლად. სატელევიზიო ჰოლდინგი BBC სასკოლო პროგრამის მიხედვით ორშაბათიდან დაიწყებს გაკვეთილების ტრანსლირებას. ეს გულისხმობს დაწყებითი კლასების სასწავლო პროგრამიდან ყოველ სამუშაო დღეს სამსაათიანი ტელესკოლის ჩასმას CBBC არხის ბადეში, ხოლო საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ ორი საათის განმავლობაში იმუშავებს BBC Two არხი ტელესკოლის რეჟიმში.



გასული წლის გაზაფხულზე, პირველი ლოკდაუნის განმავლობაში გაკვეთილების ტრანსლირება ხდებოდა iPlayer პლატფორმით, red button და ონლაინ რეჟიმში, თუმცა ტრადიციულ სატელევიზიო არხებს ეს მოთხოვნა მაშინ არ ეხებოდათ. ამჯერად ცვლილება გამოიწვია დაბალშემოსავლიანი ოჯახების წუხილმა, რომლებსაც მაღალფასიანი ინტერნეტ პაკეტების შეძენა არ შეუძლიათ და შვილებისთვის ონლაინ სწავლების რეჟიმს ვერ გასწვდებიან ფინანსურად. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივას აქებს და BBC სატელევიზიო ჰოლდინგის გეგმას ბრწყინვალე წამოწყებად მიიჩნევს. ეს მან გუშინ განაცხადა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტიმ დეივი აცხადებს, რომ სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან განათლება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ის იქვე დასძენს, რომ BBC თავის როლს აუცილებლად შეასრულებს და უხარია, რომ ასე მალე შეძლო სამიზნე აუდიტორიისთვის ტელესკოლის შეთავაზება.




დაწყებითი კლასების პროგრამები, რომლებიც CBBC არხით ყოველ დილით 09:00 საათზე დაიწყება, მოიცავს BBC Live გაკვეთილებს, BBC Bitesize Daily, ასევე Our School, Celebrity Supply Teacher, Horrible Histories, Operation Ouch. BBC Two არხი მოემსახურება საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნული გამოცდების სასწავლო პროგრამაზე იქნება დაფუძნებული და სხვა მრავალ საგანს შორის ტრანსლირებული იქნება შექსპირის პიესები, სამეცნიერო მასალა, ისტორიის ჩანახატები და ფაქტობრივი ცოდნა. Bitesize Daily დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს red button პორტალზეც, ხოლო ცალკეული ეპიზოდები მოთხოვნის შემთხვევაში აიტვირთება iPlayer ფორმატში.



კულტურის მინისტრმა ოლივერ დოდენმა განაცხადა, რომ BBC ერს გასული საუკუნის უმძიმეს მომენტებშიც დახმარებია. „მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ამჯერად ჩვენს შვილებს დაეხმარება. ყველანი სახლში ვიქნებით. ჩვენი ტელევიზია კი ჯანდაცვის სისტემას შეეხიდება და იმავდროულად ადამიანების სიცოცხლეს გაუფრთხილდება“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა „ეს უდიდესი შვება იქნება მშობლებისთვის და მე სიხარულით მივესალმები იმ ფაქტს, რომ BBC თავის წილ პასუხისმგებლობას კისრულობს ამ ეროვნულ საქმეში“.



imedinews.ge


თეგები:
BBC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up