BBC-ის მთავარი რედაქტორი ტონი ჰოლი 7-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.ტონი ჰოლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რთული იყო მისთვის და დასძინა: "ჩემი გულის კარნახს რომ მივყოლოდი, ნამდვილად არასდროს წავიდოდი [პოსტიდან]".
თუმცა ტონი ჰოლმა თქვა, რომ BBC-სთვის მნიშვნელოვანია, 2022 წლის გლობალური ფინანსური ანგარიშისა და 2027 წლისთვის კორპორაციის წესდების გადასინჯვის პროცესს ერთი და იგივე ადამიანმა უხელმძღვანელოს.
ტონი ჰოლი BBC-ის გენერალური დირექტორი 2013 წლიდან იყო. BBC-ის დაარსების დღიდან 16 გენერალური დირექტორი ჰყავდა. არცერთ მათგანს ეს თანამდებობა 11 წელიწადზე მეტი ხნით არ დაუკავებია.
imedinews.ge