BBC: ევროპა ზამთრისთვის ემზადება - არავითარი კარანტინი

BBC: ევროპა ზამთრისთვის ემზადება - არავითარი კარანტინი

access_time2020-09-14 20:00:06

ევროპა კორონავირუსთან ერთად ზამთრის პირობებში სრულფასოვანი თანაცხოვრებისთვის ემზადება. პანდემიის მეორე ტალღას ყველა ელოდება, თუმცა ევროპელები განმეორებით კარანტინზე მტკიცე უარს ამბობენ. საყოველთაო ლოკდაუნი მსოფლიოს ძალიან ძვირი დაუჯდა, თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, ცოტა ხანში დაავადების მეორე ტალღაც მოვიდა. მართალია ის გაცილებით ნაკლებ ადამიანს კლავს, ამიტომაც ევროპელები ხელმეორედ ჩაკეტვას არ აპირებენ.


წინა თვეების კარანტინის შედეგებით უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. ბიზნესის შემოსავლები ვარდნას განაგრძობს, ეკონომიკის ხელოვნურ კომაში არსებობისთვის საჭირო დანახარჯები კი ყოველდღიურად იზრდება. შექმნილ სიტუაციაში ევროპა არა კორონავირუსის მოსპობაზე, არამედ მასთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე ფიქრობს.


იმედს ისიც ამყარებს, რომ მოქალაქეებიც და ბიზნესის ცხოვრების ახალ წესთან ადაპტირებას ახერხებენ. პირბადეებს ატარებენ, დისტანციას იცავენ, სახლიდან მუშაობენ. ემოციური ესპანელები და იტალიელები ცივსისხლიანი სკანდინავებივით იქცევიან, და პანდემიის მეორე ტალღის გავლას შვედური გზით იმედოვნებენ ანუ ევროპაში მაღაზიები არ იკეტება, ოფისები მუშაობენ, საზღვრები ღიაა.


ლოკდაუნის წინაამღდეგ კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი გამოვიდნენ.


„ჩვენ ქვეყნის გაჩერების ფუფუნება არა გვაქვს, რადგანაც კარანტინს ბევრი უკუჩვენება გააჩნია, ამიტომაც უნდა გავიაზროთ, რომ რისკების ნულამდე დაყვანა შეუძლებელია“, - განაცხადა მან.


ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირს გაზაფხულის კოშმარის გამეორება არ სურს, როდესაც კონტინენტის 450 მლნ. მაცხოვრებელი ჩაკეტილი და იზოლირებული აღმოჩნდა.


„როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ვალდებულები ვართ საზღვრების ხელმეორე დახურვა თავიდან ავიცილოთ“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.



2020 წლის ევროკავშირის ეკონომიკა 8%-ით დაეცემა და ყველაზე დიდი ზიანი ტურისტულ სექტორს მიადგა. ივლისში სიტუაციამ გამოსწორება დაიწყო, თუმცა სასტუმროების და ავიაკომპანიების ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით ნაკლებია.


თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ბიზნესი არათუ მეორე ტალღას ვერ გადაიტანს, არამედ მის დაწყებამდეც ვერ მიაღწევს. განწყობებს სასწავლო წლის დაწყება და ახლო მომავალში ამინდის გაუარესება ამძაფრებს. ამ ფაქტორების გამო ადამიანებს შენობებში შესვლა მოუწევთ, იქ კი დაინფიცირების ბევრად უფრო მაღალი რისკია. მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად ევროპას პანდემიასთან გამკლავება მოქალაქეების ჩაკეტვის გარეშე სურს.


„შემიძლია გარკვევით ვთქვა, რომ იტალიას ახალი ლოკდაუნი არ ემუქრება. დღეს ჩვენი საავადმყოფოები გაცილებით უკეთესად არიან მზად, ანალიზები სწრაფად კეთდება, ახალი დაინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდაა და მათ ვირუსი მსუბუქად, ხშირად უსიმპტომოდაც გადააქვთ. აგვისტოში რეანიმაციებში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 66 პაციენტი იყო მოთავსებულია, მაშინ, როდესაც მარტ-აპრილში - 4068“, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ.


იტალიელი კოლეგას მოსაზრებას გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი იზიარებს.


„ჩვენმა მედიკოსებმა დაავადებასთან წერტილოვანი ბრძოლა ისწავლეს ტოტალური დაბომბვების გარეშე. ამიტომაც კარანტინის შემოღება მთელი ქვეყნის მასშტაბებში საჭირო არ იქნება. ჩვენ შემოდგომა-ზამთრის სეზონში სიმშვიდით და მომავლის რწმენით შევდივართ“, - განაცხადა მან.


რაც უფრო შორსაა საშიში ვირუსის წინაშე მასობრივი შიში, მით უფრო მეტი კრიტიკოსი გამოჩნდა საყოველთაო თვითიზოლაციის პოლიტიკას და მით უფრო ნაკლებია მისი გამეორების მსურველები.


თუმცა, გერმანელი მინისტრი დარწმუნებულია, რომ მთლიანობაში მიდგომა სწორი იყო.


„მარტში სხვა სიტუაცია იყო ვიდრე დღეს. ჩვენ ნაკლები ვიცოდით და დინამიკაც განსხვავებული იყო. მაშინ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო და ჩვენ ის ადამიანების გადასარჩენად გავაკეთეთ“, - განაცხადა იენს შპანმა.


დროა ნორმალური ცხოვრების დაბრუნება, წინაამღდეგ შემთხვევაში ვირუსთან ბრძოლა უფრო საზიანო იქნება ვიდრე თავად ვირუსი - ამბობენ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში შეზღუდვების წინაამღდეგ პროტესტის ნიშნად გამოსული ადამიანები.


მთავრობებიც იძულებულები არიან მათი აზრი გაითვალისწინონ, ცალკეული შეზღუდვები და პირბადეების ტარება ჩვეულ მოვლენა გახდა, თუმცა, საყოველთაო იზოლაცია წარსულს ჩაბარდა.


თენგიზ აბლოთია

bbc.com


თეგები:
ევროპა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up