იაფ და ფართოდ ხელმისაწვდომ პრეპარატ დექსამეტაზონს შეუძლია კორონავირუსით დაავადებულების სიცოცხლის გადარჩენა -ამის შესახებ BBC-ი წერს.
ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ დაბალი დოზით სტეროიდული მკურნალობა ამ სასიკვდილო ვირუსის წინააღმდეგ მთავარი აღმოჩენაა. ეს ამცირებს გარდაცვალების რისკს. სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული კოვიდინფიცირებული პაცინტების გარდაცვალების რისკი დექსამეტაზონით მცირდება მეხუთედამდე.
მკვლევარები ამბობენ, რომ ამ პრეპარატის ხელმისაწვდომოიბის შემთხვევაში ბრიტანეთში 5000-ამდე სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა. იმის გამო, რომ პრეპარატი იაფია, ეს მესამე მსოფლიოს ქვეყნებსაც დაეხმარება, სადაც ვირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია.
დექსამეტაზონი ამცირებს სხეულისთვის მიყენებულ ზიანს, მაშინ როდესაც იმუნური სისტემა ცდილობს კორონავირუსს ებრძოლოს. სხეულის გადაჭარბებულ რეაქციას ციტოკინის შტორმი ეწოდება და ეს შეიძლება მომაკვდინებელი იყოს. ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდის დაკვირვების ფარგლებში 2000 პაციენტს დექსამეტაზონი მიაღებინეს და შეადარეს 4000 პაციენტს ვინც მას არ მოიხმარდა. შედეგად, გარდაცვალების რისკი 40-დან 28 პროცენტამდე შემცირდა.
წყარო: BBC.COM
მოამზადა მარიამ მორგოშიამ