BBC: „ბრიტანეთს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ ის არის პატარა, მეორეხარისხოვანი ქვეყანა“

BBC: „ბრიტანეთს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ ის არის პატარა, მეორეხარისხოვანი ქვეყანა“

access_time2020-02-06 20:30:43

პოლიტიკოსები   ევროკავშირიდან გასული ბრიტანეთის ადგილზე  კამათობენ. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის გახდება მეორეხარისხოვანი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი თვლის, რომ ამიერიდან ბრიტანეთი გახდება ნამდვილი გლობალური მოთამაშე.„ბრიტანეთს მოუწევს შეგუება იმ ფაქტთან, რომ ის არის პატარა, მეორეხარისხოვანი ქვეყანა“ - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარდაკარმა.

 

თუმცა, ეს რა თქმა უნდა, გადაჭარბებაა .ბრიტანეთი ვერ გახდება პატარა და მეორეხარისხოვანი .ვერც ობიექტურად  და ვერც სუბიექტურად. ის არის 66-მილიონიანი ქვეყანა, მსოფლიოს მე-5 ამ მე-6 ეკონომიკის მქონე, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, ნატოს ერთ-ერთი მოწინავე  წევრი  და ბირთვული ქვეყანა.

 

თუმცა, ბრექსიტს მართლაც შეუძლია ლონდონის საერთაშორისო გავლენის შემცირება.

 

 ადგილი საერთო მაგიდასთან

 

 პირველ რიგში, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის საერთო პოლიტიკის ფორმირებაში.

 

ბრიტანეთს შეუძლია ითამაშოს გლობალური როლი მხოლოდ როგორც ევროპის ნაწილს, მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩვენ წინ აღუდგეთ დიდ სახელმწიფოებს და ეს იციან მთელს მსოფლიოში  - ინდოეთში, ახალ ზელადნიაში, ავსტრალიაში, კანადაში, სამხრეთ აფრიკაში.ყველგან ამბობენ, რომ ბრიტანეთი გახდება აუთსაიდერი, მეორეხარისხოვანი მოთამაშე - განაცხადა  ევროსაბჭოს თავჯდომარემ დონალდ ტუსკმა.

 

ბრიტანეთი იყო ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული თანაავტორი და ამიერიდან მას გაუჭირდება ამ როლის შესრულება. შესაბამისად, ეს შეამცირებს მის გავლენას და ავტორიტეტს საერთაშორისო არენაზე - წერს შოტლანდიელი ჟურნალისტი ენტონი სალამონი გაზეთ Scotsman-ში.

 

თუმცა, ბრექსიტის მომხრეები ამბობენ, რომ ბრიტანეთი დარჩება ევროპის მეგობრად და მოკავშირეთ. ამავე დროს, ლონდონი თავისუფალი იქნება ერთიანი ევროპის საგარეო პოლიტიკური ნებისგან, რომელიც, ამავე დროს ხშირად გადადიოდა უუნარობაში.

 

ევროკავშირის ქვეყნების პოზიციები ბევრ მნიშვნელოვან საკითხში მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომაც, ისინი  ერთობლივ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ.

 

 არასანდო პარტნიორები ოკეანეს მიღმა

 

 ჯონსონის მთავრობა იმედოვნებს, რომ ევროკავშირიდან გასული ბრიტანეთი შეძლებს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას  - ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წევრები ასევე ადასტურებენ ამისთვის მზადყოფნას.

 

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამერიკელების დაპირებები ლამაზად ჟღერს ამ თემაზე  მანამ,სანამ დაიწყება კონკრეტული მოლაპარაკებები, რა დროსაც აუცილებლად გამოჩნდება სხვადასხვა დარგების ინტერესები.


 

თანაც, მათი აზრით, ცალკე აღებული ბრიტანეთი არც ეკონომიკურად და არც საგარეო პოლიტიკის მხრივ, შტატებისთვის განსაკუთრებით საინტერესო არ არის.

 

ევროკავშირიდან გასვლა ნიშნავს იმას, რომ შტატებს არ ეყოლებათ უახლოესი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოკავშირე. შესაბამისად, ვაშინგტონს მოუწევს მეტი მუშაობა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, ბრიუსელის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად  - წერს კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი დევიდ უაინრეი.

 

 უშიშროების საბჭოში ადგილის ლეგიტიმურობა

 

ბრიტანეთი რჩება უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად ვეტოს უფლებით. რა თქმა უნდა, გლობალური პოლიტიკის უმწვავეს საკითხებში ეს ორგანო უძლურია. თუმცა, იქ მაინც წყდება ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემა. ბრექსიტი აქაც ამცირებს ლონდონის  სიტყვის ფასს.

 

რა თქმა უნდა, გაეროს უშიშროების საბჭოში ბრიტანეთის ადგილს არაფერი ემუქრება, თუმცა მისი ლეგიტიმურობა შემცირდა - ნათქვამია ბრიტანეთის აკადემიის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

 

საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის სახელით გაეროში სულ უფრო მეტად ილაპარაკებს საფრანგეთი - გაეროს უშიშროების საბჭოს და ამავე დროს ევროკავშირის წევრი-ქვეყანა.

 

 ბრიტანეთის მოქალაქეობის მიმზიდველობის შემცირება

 

 ბრიტანეთმა უკვე დაიწყო ახალი, ლურჯი პასპორტების ბეჭდვა, შინდისფერი, საერთო ევროპული დოკუმენტების სანაცვლოდ. თუმცა, ეს პასპორტი ნაკლებად მიმზიდველია, რადგანაც ის არ ითვალისწინებს ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებულ შეღავათებს.

 

„ბრიტანეთის პასპორტის ფასეულობა მკვეთრად შემცირდება. ბრექსიტის შედეგად, ბრიტანეთის მოქალაქეებს წაერთმევათ ევროკავშირის ქვეყნებში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, და ისლანდიაში თავისუფლად ცხოვრების უფლება.

 

ბრიტანელების ნაწილი, ვინც აპირებს უცხოეთში ცხოვრებას და მუშაობას, დღეს უკვე ცდილობს ახალი პასპორტების მიღებას. მაგალითად, 2016 წლიდან ევროკავშირის წევრმა ირლანდიამ დაიწყო გამარტივებული პროცედურებით თავისი პასპორტების გაცემა ბრიტანელებისთვის. 2017 წელს დუბლინმა  მოქალაქეობაზე მეზობელი კუნძულიდან 80 000 განაცხადი  მიიღო,  2019-ში კი - თითქმის 100 000.

 

 ბრიტანეთის დასასრული

 

ლონდონისთვის ყველა დიდი დარტყმა შესაძლოა გახდეს შოტლანდიის გამოყოფა, რაც ნიშნავს ფაქტობრივად,  ბრიტანეთის დაშლას, რადგანაც სახელმწიფო The Great Britain –  ეს არის სწორედ ინგლისის და შოტლანდიის კავშირი, რომელიც   1707 წელს შეიქმნა.ამ ეტაპზე მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებადაა სავარაუდო, თუმცა, შოტლანდიის მმართველი ეროვნული პარტია მტკიცედაა განწყობილი ახალი რეფერენდუმის ჩატარებისთვის.

 

2014 წელს შოტლანდიამ გადაწყვიტა ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა, თუმცა, მინელებული სეპარატიზმი   ბრექსიტმა  გააღვივა.  2016 წელს შოტლანდიელთა 62%  ხმა ევროკავშირში დარჩენას მისცა.

 

 შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ მის ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ქვეყანას აქვს უფლება გამოეყოს ინგლისს.

 

 ამ ეტაპზე ბორის ჯონსონმა უარი უთხრა შოტლანდიელებს, თუმცა ბევრია დამოკიდებული არჩევნებზე, რომლებიც  2021 წელს  ჩატარდება. ეროვნული პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება გაზრდის რეფერენდუმის ჩატარების შანსებს.

 

 ყველაფერი კარგად იქნება?

 

 „ნამდვილად გლობალური ბრიტანეთი“  - ეს არის ბრექსიტის მომხრეთა ლოზუნგი, რომელიც გულისხმობს, რომ ევროკავშირის შემადგენლობაში ლონდონი ვერ ატარებდა დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.

 

 ჯონსონის თქმით, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგაც ბრიტანეთი რჩება მოწინავე მოთამაშე ისეთ საკითხებში, როგორც თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების გავრცელება, ბრძოლა ტერორიზმთან, ადამიანის უფლებების დაცვა, და ა.შ.

 

 ბრიტანეთი საერთაშორისო მდგომარეობა არასდროს არ იყო დამოკიდებული ევროკავშირში წევრობაზე. მას საფუძვლად უდევს ბრიტანეთის ეკონომიკური წონა, დემოკრატიული ფასეულობები, ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი, შეიარაღებული ძალები, სამეფო ოჯახი და ჩვენი რბილი ძალის სხვა ელემენტები. არ არსებობს არავითარი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაქრეს ევროკავშირიდან გასვლის გამო“ - მიიჩნევს ბრიტანეთის ყოფილი ელჩი გაეროში მარკ გრანტი.

 


წყარო: BBC

თენგიზ აბლოთია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up