BBC:  ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია

BBC: ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია

access_time2019-10-08 17:45:47

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს სავარაუდოდ შეთანხმების გარეშე დატოვებს. ამის შესახებ BBC პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.



გამოცემის ინფორმაციით, დაუნინგ სტრიტზე ასეთ დასკვნამდე ბორის ჯონსონის და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის სატელეფონო საუბრის შემდეგ მივიდნენ. საუბრის თემა ჯონსონის მიერ გაკეთებული წინადადება გახდა, რომელიც მან ევროკავშირს 2 ოქტომბერს წარუდგინა.



ჯონსონის გეგმის მიხედვით, 2025 წლამდე ჩრდილოეთ ირლანდიაში საქონლის რეგულაციის წესები ისეთივე იქნება, როგორიც ირლანდიაში. შესაბამისად, ირლანდიის შიდა საზღვარზე პროდუქცია არ შემოწმდება, დამატებითი ტარიფები კი მხოლოდ მის შეტანა-გამოტანაზე დაწესდება.



წყაროს ცნობით, მერკელმა ჯონსონს მიანიშნა, რომ მისი წინადადება შეთანხმების საფუძველი სავარაუდოდ ვერ გახდება. ამასთან, კანცლერმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საბაჟო კავშირში დარჩენის გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.




მერკელის ოფისში კონფიდენციალური საუბრების გასაჯაროებაზე უარი თქვეს.



7 ოქტომბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯონსონის წინადადებაზე გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს.



გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.



ხელშეკრულებაში საზღვარზე ხისტი ზომების მიღების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ზომებია (ე.წ. „ბექსტოპი“) გათვალისწინებული. ჯონსონს შეთანხმებიდან ამ პუნქტის ამოღება სურს, რისთვისაც ლონდონი და ბრიუსელი მოლაპარაკებებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.



დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.



imedinews.ge




თეგები:
brexit



ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...


მსგავსი სიახლეები

up