BBC: ბიტკოინების ფერმები არგენტინაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ

BBC: ბიტკოინების ფერმები არგენტინაზე მეტ ელექტროენერგიას ხარჯავენ

access_time2021-03-14 20:00:04

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ ბიტკოინების წლიურ მაინიგზე მეტი ელექტროენერგია იხარჯება ვიდრე, მაგალითად არგენტინა მოიხმარს, საკმაოდ დიდი ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 45 მილიონს აჭარბებს.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კრიპტოვალუტების მოპოვება კომპიუტერების აქტიურ მუშაობას მოითხოვს და ამ პროცესში, ძალიან ბევრი ელექტროენერგია იხარჯება. „ძალიან ბევრი“ - ეს წელწადში 121,1 ტერავატი საათია და ეს, მხოლოდ ბიტკოინის მოპოვებას ეხება. სხვა კრიპტოვალუტები, ცალკე თემაა.

 

სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი არ შემცირდება თუ, რა თქმა უნდა, თავად ბიტკოინი არ ჩამოიშალა, რისი ალბათობაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დაბალია.

 

ბიტკოინის სასარგებლოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად ის, რომ Tesla-მ მთავარ კრიპტოვალუტაში 1,5 მლრდ. დოლარი ჩადო და მომავალში კრიპტოვალუტით ანგარიშსწორებასაც დაუშვეს.

 

მთავარი კრიპტოვალუტის გაძვირება მაინერებს ქსელებში სულ უფრო მეტი კომპიუტერის ჩართვისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ენერგომოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. კრიპტოვალუტის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მისი მოპოვების ალგორითმი სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რაც ასევე მაინინგს აძვირებს.

 


ამ დროისთვის მოპოვებულია 18, 5 მლნ. ბიტკონი.

 

„ვირტუალური ვალუტა თავისი არსით ანტიეკონომიკურია“ - ამბობს წიგნის „50-ფუტიანი ბლოკჩეინის თავდასხმა“-ს  (Attack of the 50 Foot Blockchain)  ავტორი დევიდ ჯერარდი.

 

მისი თქმით, მაინინგისთვის უფრო ეკონომიური აპარატურის გამოყენება გამოსავალი არაა, რადგანაც მოპოვებისთვის საჭირო ამოცანები სულ უფრო და უფრო რთულდება და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. ამიტომაც, კრიპტოფერმების ენერგოდანახარჯები და ამავე დროს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოყოფა,  ყველა შემთვევაში გაიზრდება.

 

„ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამხელა ენერგია ფაქტიურად ტყუილად, არაფერში, ჰაერში იხარჯება“ - მიიჩნევს ჯერარდი.

 

მისი თქმის, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ბიტკოინის მხარდაჭერა ილონ მასკის და Tesla-ს მხრიდან.

 

„მასკმა სუფთა ენერგიის განვითარების საქმეში თავის წვლილს ხაზი ერთი ხელის მოსმით გადაუსვა და ეს ფული შემდეგ ბიტკოინებზე დახარჯა, რომლებიც ნახშირის წვით გამომუშავებული ენერგიით მოიპოვება. ალბათ დროა  Tesla-ს სუბსიდირების საკითხი გადაიხედოს“ - მიიჩნევს დევიდ ჯერარდი.

 

მისი თქმით, აუცილებელია კრიპტოვალუტის მოპოვებაზე ეკოლოგიური გადასახადის შემოღება, რაც მისი მოპოვებისთვის საჭირო ენერგომოხმარებისგან მიყენებულ ზარალს ნაწილობრივ მაინც აანაზღაურებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up