საქართველოში გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მასშტაბურ დემონსტრაციებს და სამართალდამცველების მიერ საპროტესტო აქციების დაშლის ფაქტს ვრცელი სტატიები მიუძღვნეს ისეთმა მსხვილმა გამოცემებმა და მედია ორგანიზაციებმა, როგორებიც CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera-აა.
BBC - ქართველმა მომიტინგეებმა საქართველოს პარლამენტის აღება სცადეს, ათასობით აქციის მონაწილე რუსი კანონმდებლის საქართველოში გამოჩენას აპროტესტებს
ათასობით ადამიანი შეიკრიბა რუსი სერგეი გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესტებლად საქართველოს დედაქალაქ თბილისში.
გავრილოვი პარლამენტთაშირის მართლმადიდებლურ ასამბლეას ესწრებოდა.
დაძაბულობა მაშინ გამწვავდა, როდესაც მან დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულად მიმართა.
ახლა 10 000 ამდე მომიტინგე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და სხვა ოფიციალურ პირებს დატოვონ თანამდებობა.
პოლიციამ მოახერხა აქციის მონაწილეების შეჩერება რათა ისინი პარლამენტის შენობაში არ შეჭრილიყვნენ.
დღეს რუსი დეპუტატის გაძევების მოთხოვნით ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა, ზოგი ევროკავშირის დროშით და ტრანსპარანტებით „რუსეთი ოკუპანტია“.
CNN - რუსი პარლამენტარის ვიზიტის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად კი რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.
„ესოშიეთიდ პრესი“ - პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი დაუშინეს. როგორც გამოცემას პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, შეტაკების შედეგად დაშავებული დაახლოებით 70 ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში. „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, რომ დემონსტრაციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს.
გერმანული „დოიჩე ველე” - რუსული დელეგაციის ვიზიტით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც 10 წელზე მეტი ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის ომის დროს, საქართველომ მისი ორი დიდი რეგიონი დაკარგა.
„რუსული პოლიტიკური გავლენა სენსიტიური საკითხია საქართველოსთვის, რომლის რეგიონები რუსეთმა მიიტაცა”, – წერს „დოიჩე ველე”.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა „როიტერსიც“. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქართველები რუსი კანონმდებლის ვიზიტმა განარისხა და ისინი პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ.
„პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე საათიანი დაძაბულობის შემდეგ, ათობით ადამიანი რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვებით მიყენებული დაზიანებებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს”
სააგენტოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ციტატა მოჰყავს, სადაც მთავრობის მეთაური პარლამენტის წინ არსებულ ვითარებას „ოპოზიციური ძალების მიერ პროვოცირებულად“ აფასებს და აცხადებს, რომ პოლიცია არასდროს გამოიყენებს რეზინის ტყვიებსა და გაზს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ.
Euronews წერს, რომ საქართველო, რომელიც არის ენერგომატარებელი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებს.
მარიამ მორგოშია