ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი შემცირებულია –  კონკურენციის სააგენტომ  ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი შემცირებულია – კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა

access_time2020-04-22 14:10:44

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.



შესასწავლი პერიოდი მოიცავდა 2014-2019 წლებს. მონიტორინგის პროცესში მოხდა ბავშვთა საკვების პროდუქტების პრიორიტეტიზაცია, მარეგულირებელი კანონმდებლობის შესწავლა, კონკრეტული სეგმენტის შერჩევა და შესაბამისი ბაზრის პროდუქციული, გეოგრაფიული და დროითი ჩარჩოს განსაზღვრა.



კვლევის პროცესში მთავარი ყურადღება გამახვილდა თანაბარზომიერების, ბარიერების არადისკრიმინაციულობისა და პროპორციულობის საკითხებზე, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ 0-დან 6-თვემდე ჩვილ ბავშვთა საკვები პროდუქტების ბაზარზე შესვლის, მოქმედი ეკონომიკური აგენტებისთვის გაფართოების ბარიერი არის თანაბარი. სააგენტოს შეფასებით არ იკვეთება საქართველოს კონკურენციის კანონდებლობის შესაძლო დარღვევის რისკები და ასევე, ამ ეტაპისათვის, არ ვლინდება ის რისკ-ფაქტორები, რომელმაც, შესაძლოა, შემდგომში ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის სტიმულირება მოახდინოს.



კომპანიებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქცია ბაზარზე არის არაერთი დასახელების, საკმაოდ მრავალფეროვანი, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნას დღეს აკმაყოფილებს.




ბაზრის მოცულობა 2014–2018 წლებში გაზრდილია 12,5 მლნ ლარიდან (391 ათასი კგ) 22 მლნ. ლარამდე (441 ათასი კგ), 2019 წლის 10 თვეში კი ბაზრის მოცულობა 19 მლნ. ლარია (382 ათასი კგ).



ბაზრის მცირე მოცულობის მიუხედავად, ფიქსირდება მოქმედი ეკონომიკური აგენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა, წლების მიხედვით ბაზარზე 8– 10 კომპანია მუდმივად ოპერირებს, რაც სააგენტოს შეფასებით კონკურენციის არსებობის და ბაზარზე თავისუფალი დაშვების მთავარი ინდიკატორია.



ბაზრის კონცენტრაციის დონის ცვლილების ტრენდი დაღმავალია (2014–2019 წწ ინდექსი შემცირებულია 2003–დან 1045–მდე). შესასწავლ პერიოდში, ბაზარი გადავიდა ზომიერად კონცენტრირებულიდან დაბალ კონცენტრირებულ მდგომარეობაში, რაც გრძელვადიან პერიოდში კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესების მაჩვენებელია. ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების წილობრივი გადანაწილებაც ცვალებადია და დასტურდება, რომ პირველ სამეულში ყოველწლიურად ახალი კომპანია იკავებს პოზიციას – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.


„2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტო 8 სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს ახორციელებდა. 2020 წლის პირველ კვარტალში, უკვე დასრულდა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი. უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია ავტოდაზღვევის, რითეილის და პურ-პროდუქტების ბაზრის მონიტორინგების დასრულება. მიმდინარე წელს გაგრძელდება ფარმაციის და საწვავის ბაზრის მონიტორინგი.



ასევე, კონკურენციის სააგენტო მუშაობს ბაზრების მონიტორინგის წარმოების მეთოდური დოკუმენტის შექმნაზე, რომელიც მომავალში, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მოახდენს მაღალი რისკის მატარებელი და მაღალკონცენტრირებულ ბაზრებზე მონიტორინგის წარმოებას“ - აცხადებს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up