ბაზრები და ბაზრობები - 30-წლიანი პრობლემა - რა ელის ელიავას ბაზრობას?

ბაზრები და ბაზრობები - 30-წლიანი პრობლემა - რა ელის ელიავას ბაზრობას?

access_time2019-03-31 18:00:43

ამ დღეებში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ობიექტის - ელიავას ბაზრობის - ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე შენობების აგებას,და ზოგადად, იქაურობის მოწესრიგებას.

პარალელურად, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აიკრძალება დაშლილი ავტომანქანების ნაწილებით და საბურავებით ვაჭრობა დასახლებულ უბნებში, რაც ავტომატურად ნიშნავს დღევანდელი ფორმით და დღევანდელ ადგილზე ელიავას ბაზრობის არსებობის შეწყვეტას - სწორედ დაშლილ მანქანებს უჭირავთ ამ სავაჭრო ობიექტის დიდი ნაწილი.

თავისთავად ეს პრობლემა არის ძალზე რთული გადასაწყვეტი - ელიავას ბაზრობაზე ვაჭრობს 15 000-დე ადამიანი, და ეს არის უმწვავესი სოციალური საკითხი, რის გამოც, წინა ხელისუფლებამაც კი, ვერაფერი მოუხერხა. 2005 წელს დაიგეგმა ბაზრობის გადატანა ქალაქგარეთ, თუმცა, საკმარისი აღმოჩნდა მოვაჭრეების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა და გზების გადაკეტვა, რომ ხელისუფლებას დაეხია უკან.

ამჟამად მთელი ეს აჟიოტაჟი  ახალი  პროექტების სახით, უკავშირდებოდა თბილისის განვითარების გენგეგმაზე მუშაობას - ბაზრობის მფლობელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ გეგმაში გათვალისწინებულ იყო სწორედ ეს ობიექტი, და არა რეკრეაციული ზონა, როგორც ვარაუდობდნენ თავიდან.

გენგეგმა უკვე მიღებულია, და არავინ იცის - გაგრძელდება მუშაობა ელიავას გაკეთილშობილებაზე, თუ მისი მეპატრონეები დამშვიდდნენ, და ყველა ლამაზი პროექტი მივიწყებას მიეცემა.

თუმცა, ელიავას ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არის უზარმაზარი პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილი - ეს პრობლემაა - 90-იანი წლების უმძიმესი მემკვიდრეობა - ბაზრების, ბაზრობებოს, და არაორგანიზებული ვაჭრობის პრობლემა, რომელსაც ვერ მოერია ვერც ერთი ხელისუფლება.

როდესაც რიგით ადამიანს ესმის სიტყვა „ბაზარი“, მას წარმოუდგენია ერთი, თუნდაც ძალიან დიდი, შემოღობილი, და ერთიან სისტემაში მოქცეული ობიექტი. მაგრამ საქართვლოში ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა - მაგალითად, იგივე ელიავას ბაზრობა რომ ავიღოთ, ვნახავთ, რომ ერთია თავად ბაზრობა, და მეორეა მის ირგვლივ გაჩენილი სტიქიური ვაჭრობა რომელიც დიდი ხანია გასცდა თავად ბაზრობას, და მოიცვა მთელი მიმდებარე კვარტლები და ქუჩები.

ასეა ყველა დანარჩენიც  - თავად ბაზარი არის ბირთვი, და მის იგრვლივ წლების მანძილზე შეიქმნა უზარმაზარი, არაორგანიზებული, და სრულიად უკონტროლო სავაჭრო სივრცე.

ეს საგრძნობლად ართულებს პრობლემას  - თავისთავად ბაზრის ან ბაზრობის მოწესრიგება უკვე ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოყვა მიმდებარე ვაჭრობის ალაგმვა - რაც თითქმის შეუძლებელია უკვე ხსენებული სოციალური ფაქტორების გამო.

თუმცა, აშკარაა, რომ დღეისთვის, მთელი ეს არქაული ვაჭრობა სრულიად შეუსაბამოა არსებულ რეალობასთან - ასეთი კატასრტოფული სიტუაცია არ არის საქართველოზე უფრო ღარიბ ქვეყნებშიც კი.


მთელი ეს ქაოსი დაიწყო 90-ან წლებში, როდესაც მასობრივად და ერთბაშად გაქრა სამუშაო ადგილების 80%, და ადამიანებს თავიანთი თავის და ოჯახების გადასარჩენად დარჩათ მხოლოდ ერთი გზა - ქუჩაში სავაჭროდ გასვლა.

მას შემდეგ გავიდა წლები, მაგრამ არაფერი შეცვლილა- დღეს, 2019 წელს, ყველა ბაზარი და ბაზრობა არის ზუსტად ისეთივე ქაოტური და მოუწესრიგებელი, როგორც 90-ანებში. 30 წელი გავიდა სულ ტყუილად - ამ ობიექტების მეპატრონეებმა 30 წლის მანძილზე ქვა ქვაზე არ დადეს, იმის მიუხედავად, რომ იშოვეს მილიონები.

თუმცა, ბაზარ-ბაზრობების მეპატრონეების გაუმაძღრობას და სიძუნწეს ემატება რეალური სოციალური პრობლემა. ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანაში ძალიან ბევრი რამე შეიცვალა, თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, რეფორმების შედეგად უკეთესობისკენ შეიცვალა მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრება.

ჩვენ გვაქვს ადამიანების უზარმაზარი ფენა, რომელიც ყოველთვის რჩება ყოველგვარი რეფორმების მიღმა - მათთვის არაფერი შეცვლილა, ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ ზუსტად ისე, როგორც 30 წლის წინ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ არ ითიშება შუქი, არ არის მხედრიონი, და არის სმარტფონები.

ყველა ხელისუფლების წინაშე საქართველოში დგას ერთი კონკრეტული საკითხი - რა უნდა უყოთ მათ? მით უმეტეს ეს საკითხი აქტუალური დღეს, როდესაც თბილისი ცდილობს გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი ტურისტული ცენტრი, და ის განუკითხაობა, რაც სუფევს ქალაქის ქუჩებში  - სრულიად მიუღებელი და შეუფერებელია.

დაიშალოს ბაზრები და მოიძებნოს ალტერნატიული დასაქმება? სად, როგორ? დაბრუნდნენ სოფლებში? იქ რა აკეთონ? სოფლებში ისედაც ჭარბი მოსახლეობაა, რომელსაც ვერ არჩენს არსებული აგრარული მიწების მცირე რესურსი.

დასაქმდნენ ქალაქებში? სად? ჯერ ერთი თბილისში თითქმის არ არსებობს ინდუსტრია, და რომც არსებობდეს - დღეს ნებისმიერ ქარხანაში მუშაობა მოითხოვს კონკრეტულ კვალიფიკაციას და უნარ-ჩვევებს, და ისინი ვერ ექნება ადამიანებს, ვინც 30  წელი დგას დახლთან.

გამოდის ერთგვარი ჩიხი - ასობით ათასი ადამიანისთვის ეს ქაოტული და არქაული ვაჭრობა არის გადარჩენის ერთად-ერთი საშუალება, და მათი ალტერნატიული დასაქმება შეუძლებელია - ამისთვის არც სამუშაო ადგილებია საკმარისი, და არც მათი კვალიფიკაცია.

ესეგი დარჩა ერთი ვარიანტი - არსებული ბაზრების და ბაზრობების მოწესრიგება. თუმცა, აქაც პრობლემაა - მეპატრონეებს რომ არ სურთ ამაში ფულის დახარჯვა - ერთია, მეორე კი - ობიექტურია მიზეზია - საუბარია უზარმაზარ ობიექტებზე, სადაც ყველაფერი არეულ-დარეული და გადახლართულია. მათი მოწესრიგება თითქმის შეუძლებელია, საჭიროა დანგრევა და ახლის აშენება.

ეს კი მოითხოვს დროს და გაცილებით უფრო სერიოზულ კაპიტალის - ამის შესაძლებლობა კი არც ბიზნესს გააჩნია, და არც მთავრობას...

თანაც არ დაგვავიწყდეს - ყოველი ბაზრის ირგვლივ თავმოყრილია ასობით არაორგანიზებული ობიექტი, რომელიც თავისთავად ბაზარს არ ეკუთვნის, და ქმნის ცალკე პრობლემას.

ერთი სიტყვით, სიტუაცია ჩიხურია და ელიავას ბაზრობის პრობლემა, რომც გადაწყდეს - არის უზარმაზარი პრობლემის მხოლოდ ერთი, არც თუ დიდი ნაწილი..

 

თენგიზ აბლოთია




„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up