ბაზისბანკმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისგან (EFSE) 15 მილიონი ევროს სუბორდინირებული სესხი მიიღო

ბაზისბანკმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდისგან (EFSE) 15 მილიონი ევროს სუბორდინირებული სესხი მიიღო

access_time2022-07-05 11:32:45

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის (EFSE) და ბაზისბანკის პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება. EFSE-ს მიერ გამოყოფილი 15 მილიონი ევროს ოდენობის სუბორდინირებული სესხი კაპიტალის რესურსის გამყარებას მოხმარდება, რაც  ბაზისბანკის ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მსგავსი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ბაზისბანკს მიაღწიოს დასახულ მიზანს -  პოზიციონირდეს ქართული საფინანსო ბაზრის მე-3 უმსხვილეს მოთამაშედ.  


სუბორდინირებული სესხი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტია და კიდევ უფრო აძლიერებს ბაზისბანკის მთლიან კაპიტალსა და ლიკვიდურობას, რაც ბანკს მეტად მოქნილს ხდის და ხელს უწყობს ბაზარზე მის შემდგომ გაფართოებას. ბაზისბანკი, სტრატეგიის შესაბამისად, წარმატებით განაგრძობს ზრდის ამბიციური მიზნების განხორციელებას.


ბაზისბანკსა და EFSE-ს შორის წარმატებული თანამშრომლობა 2019 წლიდან იწყება, როდესაც ფონდმა, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის  მხარდაჭერით, მრავალმხრივი კამპანია დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში ადგილობრივი ვალუტით დაფინანსების პრაქტიკის გაფართოებას. ეს, თავის მხრივ, პასუხისმგებლიანი დაფინანსების მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ადგილობრივ მცირე მსესხებლებს გაცვლითი კურსის რყევების პირდაპირი რისკისგან იცავს. კიდევ ერთი წარმატებული ინვესტიცია 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელდა.


ბაზისბანკის და EFSE-ის ერთობლივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ეკონომიკისთვის უფრო დიდი რესურსების გამოყოფას.



EFSE-ის შესახებ

EFSE საერთაშორისო საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2005 წელს KfW განვითარების ბანკის ინიციატივით დაარსდა. მისი მიზანი მიკრო და მცირე საწარმოებში ინვესტირება და ამით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ მეზობელი რეგიონის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. ფინანსურ მომსახურებაზე წვდომა ამ სეგმენტის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ადგილობრივი პარტნიორების საშუალებით განხორციელებული საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ფონდი „EFSE განვითარების ფრთის“ მეშვეობით ადგილობრივი  მეწარმეების და ინსტიტუტების ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არაფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს.


დეტალური ინფორმაცი ფონდის შესახებ  www.efse.lu


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up