ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, სს „ბაზისბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 26,481,681 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში კი 8,063,569 ლარი.
2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ბაზისბანკის“ ზარალმა -12,888,958 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 6,246,578 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „ბაზისბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 58,867,247 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 3,089,126 ლარი.
2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,679,735,412 ლარი (წინა წელს 1,500,793,054 ლარი), ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 1,452,057,591 ლარი (წინა წელს 1,279,342,322 ლარი) შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი