ბაზისბანკის ინვესტიციით მესტიაში სასტუმრო ლილეო ინნ გაიხსნა

ბაზისბანკის ინვესტიციით მესტიაში სასტუმრო ლილეო ინნ გაიხსნა

access_time2022-09-30 10:36:24


ბაზისბანკმა, სასტუმრო ინდუსტრიის განვითრების პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში, მესტიაში ახალი, 22 ნომრიანი სასტუმროს - ლილეო ინნ-ის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა.


პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი ლარია, აქედან ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და პირველ სტუმრებს მიმდინარე წლის ზაფხულში უმასპინძლა. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ლილეო ინნ მესტიის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად საინტერესო და მიმზიდველ ადგილას მდებარეობს. იგი დამსვენებლებს კომფორტულ და მყუდრო გარემოს, სვანური ეთნო კერძების დაგემოვნებასა და მესტიის გაცნობით ტურებს სთავაზობს. სასტუმროდან იშლება ულამაზესი ხედები თეთნულდზე და ისტორიულ სვანურ კოშკებზე, რომლებიც შებინდებისას განსაკუთრებულ ელფერს იძენენ.



„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში და, კერძოდ, სვანეთის რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან წარმატებული კერძო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.



(R)


თეგები:
ბაზისბანკი



„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up