ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10 წლიანი პარტნიორობა გრძელდება

ბაზისბანკის და ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? 10 წლიანი პარტნიორობა გრძელდება

access_time2022-09-23 11:15:18

ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება. უკვე 10 წელია, რაც ბანკი ტელემაყურებელთა ინტერესების ერთგული დამცველია და, ამ დროის განმავლობაში, ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით.


24 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2022 წლის შემოდგომის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს უბრუნდება.


სეზონის ყოველი სერია ხუთი შესარჩევი და ერთი ფინალური თამაშისგან შედგება. ფინალში მოაზროვნეების გამარჯვების შემთხვევაში, სახელდება სპეციალური პრიზის – „ბროლის ბუს“ მფლობელი მოაზროვნე. ტელემაყურებელთა მოგების შემთხვევაში, „ბროლის ბუ“ საუკეთესო შეკითხვის ავტორ ტელემაყურებელს გადაეცემა. ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკისგან საბანკო ბარათი გადაეცემა მასზე დარიცხული ფულადი პრიზით, ხოლო ფინალში ტელემაყურებელთა გამარჯვების შემთხვევაში, საუკეთესო ტელემაყურებელი 5,000 ლარით ჯილდოვდება.


„ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ რამდენიმე ათწლეულია ინარჩუნებს მაღალ რეიტინგსა და პოპულარობას ყველა ასაკის ტელემაყურებელში. პროექტი, წელს მაყურებელს რიგით მე-20 სეზონს სთავაზობს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პროექტია ქართულ ტელესივრცეში. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ ბაზისბანკს მეგობრობისთვის, რომელიც უკვე 10 წელია მედგრად იცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს.” - აღნიშნა პროექტის წამყვანმა, გიორგი მოსიძემ.


“წელს ბაზისბანკისა და ინტელექტ-კლუბს პარტნიორობის მე-10, საიუბილეო წელია. მოხარული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც ერთგულად დავიცავთ ტელემაყურებელთა ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციულად, ელიტარული ინტელექტ-კლუბი რა? სად? როდის? მაყურებელს ძალიან საინტერესო, დაძაბულ და დაუვიწყარ თამაშებს შესთავაზებს.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.



(R)



თეგები:
ბაზისბანკი



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up