ბაზისბანკი თსუ-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებს ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიას გადასცემს

ბაზისბანკი თსუ-ს სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებს ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიას გადასცემს

access_time2019-06-18 17:20:17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველწლიური კონკურსი პიარსა და მარკეტინგში „მისია“ მიმდინარეობს.

 

კონკურსი ჯგუფურია (3-5 სტუდენტი) და მასში მონაწილეობა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს შეუძლია.

 

წელს სტუდენტურ კონკურსში  უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 51 გუნდი ჩაერთო.

კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობს:
პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს,

კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა პარტნიორი კომპანია ბაზისბანკისგან მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა.

 

 „მოხარული ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს, ამიტომაც აირჩია ბაზისბანკმა სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით  პრიორიტეტად – განათლების მხარდაჭერა. 2006 წლიდან ბანკში არსებობს „განათლების მხარდამჭერი ფონდი“, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ასობით პროექტი. სტაბილური და წარმატებული საზოგადოების შექმნის მთავარი ორიენტირი, უალტერნატივოდ, საქართველოში თანამედროვე განათლების ხელშეწყობაა. ამიტომაც, მომავალშიც დიდი სიამოვნებითა და სიამაყით გავაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობების კარგ პროფესიონალებად მომზადებას უწყობს ხელს.“ აცხადებს თამუნა ხადური, ბაზისბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

 

ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში, კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან.



ფინალისტი გუნდებიდან სამ საუკეთესოს კომპეტენტური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულ სამეულს ბაზისბანკისგან ფულადი თანხა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია გადაეცემა: 

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, კომპანია ბაზისბანკი პირველი ადგილის მფლობელს გუნდს 2500 ლარს, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარს, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარს გადასცემს.

 

ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი, კი საკონსულტაციო კომპანია ჯეპრაა.

პრემიის ფარგლებში  პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს გადაეცემათ საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის სახელობის საგანმანათლებლო პრემია.

 

„ბიზნესისა და უნივერსიტეტის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც ბიზნესის, ისე უნივერსიტეტის განვითარებაში.“ განაცხადა „ჯეპრას“ ხელმძღვანელმა სოსო გალუმაშვილმა

 

„პრემიის დაარსების მიზანია ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენა, ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარება და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობა“-აღნიშნა „ჯეპრას“ კონსულტანტმა რუსუდან უსტიაშვილმა.

 

კონკურსი „მისიის“ გამარჯვებულები 19 ივლისს გამოვლინდებიან.


(R)

 

 






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე რაიმე გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up