ბაზისბანკი ოქროს ზოდებს არიგებს

ბაზისბანკი ოქროს ზოდებს არიგებს

access_time2020-09-23 15:20:35

“მოიპოვე ოქრო”  ერთ-ერთი  წარმატებული პროდუქტია, რომელმაც ბაზისბანკში შესრულებული კონვერტაციები   მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელსაყრელი გახადა. პროდუქტის თანახმად, ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით განხორციელებული ნებისმიერი კონვერტაციისას თანხის ოდენობის პროპორციულად მომხმარებელი აგროვებს ოქროს ქულებს. 1000 ოქროს ქულა 1 გრამი ოქროს ტოლია. მას შემდეგ, რაც დაგროვდება 10 გრამი ოქროს შესაბამის ქულები, მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა 10 გრამიანი ოქროს მონეტა ან საკუთარი სურვილისამებრ გააგრძელებს ქულების დაგროვებას და საჩუქრად მიიღებს 50 ან 100 გრამიან ოქროს ზოდს.


„გულახდილად რომ გითხართ, შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა. ჩვენი მომხმარებლები, საუბარია, როგორც კომპანიებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე, აქტიურად ჩაერთვნენ ოქროს მოპოვ ების „ციებ-ცხელებაში“. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, თითოეული კონვერტაციის დროს, რომელიც ბაზისბანკის ციფრული არხების დახმარებით განახორციელეს, ძალიან მარტივად, ავტომატურად დააგროვეს ოქროს ქულები. დღეს, როდესაც კონვერტაციების მეშვეობით მოპოვებული ოქროს ზოდები გადავეცით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს,  უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პროდუქტი წარმატებული და პოპულარულია. ჩვენთან  კონვერტაცია კი ორმაგად მომგებიანი. შეგახსენებთ, რომ  ბაზისბანკმა ასევე პირველმა გამოიტანა ბაზარზე „პირადი დილერის“ სერვისი. ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს დისტანციურად ევაჭროს ბანკს, ინტერნეტბანკის მეშვეობით გაუგზავნოს მოთხოვნა პირად დილერს და რამდენიმე წამში მიიღოს მასზე ინდივიდუალურად მორგებული საუკეთესო კურსი.„ - გიორგი მაქაცარია,  ბაზისბანკის სახაზინო დეპარტამენტის უფროსი .


„ორიენტ ლოჯიკი, უკვე წლებია თანამშრომლობს ბაზისბანკთან. ვსარგებლობთ სხვადასხვა ტიპის კორპორაციული მომსახურებით, მათ შორის კონვერტაციითაც. პირადი დილერის დამსახურებით, დისტანციურად, რამდენიმე წამში ვიღებთ საუკეთესო კურსს. მართალი რომ გითხათ, როდესაც „მოიპოვე ოქროს“ სერვისის შესახებ შევიტყვე, ცოტა წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ ვირტუალური ოქროს ქულები, რომლებიც მარტივად, ავტომატურად გროვდებოდა ჩვენს ინტერნეტბანკში, მართლაც ოქროს ნიშნავდა. თუმცა, დღეს, როდესაც  ბაზისბანკში მისულს  ნამდვილი ოქროს ზოდები გადმოგვცეს საჩუქრად, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მითუმეტეს, რომ ოქროს მოპოვება, მოხდა სტანდარტული კონვერტაციის ოპერაციების ხარჯზე, რომელთაც ჩვენი კომპანიის საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე თითქმის ყოველდღიურად ისედაც ვახორციელებთ.“ - ალექსანდრე ბაგრატია, ორიენტ ლოჯიკის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორი


 

 

 R

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up