კომერციული ბანკებისთვის შემოსავლის მთავარ წყაროს გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს. სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, 1 ნოებრისთვის (2022) ბანკების დაკრედიტების წლიური ზრდა 10.8%-ია.
2022 წლის 10 თვის მონაცემებით, 14 ქართული კომერციული ბანკის საცალო პორტფელის მოცულობა 23.6 მლრდ ლარს შეადგენს, ბიზნესსესხები კი 19.3 მლრდ ლარია.
მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში სესხებიდან ყველაზე მეტი 1.47 მლრდ ლარის საპროცენტო შემოსავალი „საქართველოს ბანკს“ აქვს, მეორე და მესამე ადგილს კი შესაბამისად „თიბისი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.
TOP 5 კომერციული ბანკის მთლიანი საპროცენტო შემოსავალი ასეთია:
საქართველოს ბანკი — 1,475 მლრდ ლარი (2021 წლის 10 თვეში 1,222 მლრდ ლარი იყო), ზრდა 20%.
თიბისი ბანკი — 1,417 მლრდ ლარი (2021 წლის 10 თვეში 1,215 მლრდ ლარი იყო), ზრდა 16.6%.
ლიბერთი ბანკი — 317 მლნ ლარი (2021 წლის 10 თვეში 265 მლნ ლარი იყო), ზრდა 19.6%.
კრედო ბანკი — 252 მლნ. ლარი (2021 წლის 10 თვეში 200 ლარი იყო), ზრდა 26%.
ბაზის ბანკი — 165 მლნ ლარი (2021 წლის 10 თვეში 86 ლარი იყო), ზრდა 91%.