ბაზარზე რუსული ნაყინი შემოდის - ქართველი მწარმოებლები ახალ პროდუქტს კონკურენტად არ მიიჩნევენ

ბაზარზე რუსული ნაყინი შემოდის - ქართველი მწარმოებლები ახალ პროდუქტს კონკურენტად არ მიიჩნევენ

person access_time2016-05-04 09:15:23

ნაყინის ქართველი მწარმოებლები იმპორტირებულ ნაყინს კონკურენტად არ თვლიან. 


უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე რუსული ნაყინი გამოჩნდება. ნაყინის მწარმოებელი ფირმა Davaice-ი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვში მდებარეობს, საქართველოში საკუთარი პროდუქციის ექსპორტს იწყებს. ექსპორტი მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყება. 


რა პერსპექტივები აქვს რუსულ ნაყინს ქართულ ბაზარზე? „კომერსანტმა“ ამ შეკითხვით ნაყინის ადგილობრივ მწარმოებლებს მიმართა.


ნაყინი „პინგოს" მწარმოებელი კომპანიის „ოთხი ბროსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიტალი გელაშვილი განმარტავს, რომ ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია უკრაინული ნაყინები  და ეს შედარებით იაფიან სეგმენტში შედის, თუმცა, ქართულ ნაყინს ისინი კონკურენციას ვერ უწევენ. გელაშვილის განმარტებით, ნაყინის ტრანსპორტირებაში პრობლემა არ იქმნება, დაცულია ყველა სტანდარტი და ნორმა, თუმცა, ხარისხით ქართული ნაყინი ბევრად უფრო ხარისხიანია, ვიდრე რუსული და უკრაინული. „ასევე ნდობის საკითხიც არის, ქართველი მომხმარებელი როგორც ჩანს ქართულს უფრო ენდობა"-აცხადებს გელაშვილი.



რაც შეეხება მის კომპანიას, ამ დროისთვის ის 16 სახეობის ნაყინს აწარმოებს, ფასები სტანდარტული აქვთ და ჭიქის ნაყინის ფასი 50-70 თეთრია.


რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლაზე კომენტარს არ აკეთებს „ბარამბო" , თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ნაყინის სეზონს უამრავი სიახლით ხვდებიან. კერძოდ, „ბარამბოს" არსებული ნაყინის ასორტიმენტის გემო სრულად განახლდა, ასევე დაემატა ახალი სახეობები და შეიცვალა პროდუქციის შეფუთვაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი უცხიმო რძის და ხრაშუნა ვაფლთან შერწყმული ბელგიური შოკოლადის ნედლეულის, ნატურალური ვანილის და ეკოლოგიურად სუფთა ხილის ჰარმონიული შერწყმით სხვადასხვა სახის, ზუსტად დაბალანსებული გემო შეიქმნა. ასორტიმენტს დაემატა კრემ-ბრულე ბარამბო „ბურგერი" (ორცხობილით) და ნაყინი ორცხობილით და შოკოლადით „Twins"-ი.


მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანი სიახლე არის ახალი ხაზის Barambo Export-ის ნაყინის გამოჩენა ქართულ ბაზარზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ხაზის შექმნა მომხმარებლისთვის სიურპრიზი იყო და Barambo Export-ის ნაყინმა ბაზარზე გამოჩენისთანავე მოწონება და პოპულარობა მოიპოვა.

 

 „ბარამბო" ქართულ ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა. კომპანიამ 2011 წელს ნაყინის, ვაფლისა და ვაფლის ტორტების წარმოებაც დაიწყო.




ბათუმის მერია „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს

ბათუმის მერია  „რივიერას“ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფის  მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხილვას იწყებს
access_time2019-07-16 18:55:01
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. აღნიშნულ ტერიტორიაზე სილქ როუდ ჯგუფი მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 5 მაღალსართულიანი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარი, მოხმარდება, როგორც მრავალფუნქციური შენობების აშენებას, ასევე თანამედროვე...

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ

Visa-მ და MasterCard-მა შესაძლოა რუსეთი დატოვონ
access_time2019-07-16 20:00:14
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიღებამაც, შესაძლოა, აიძულოს საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები Visa და MasterCard-ი რუსეთიდან გავიდნენ. თუ ასე მოხვდა, რუსეთის მოქალაქეები ვერ შეძლებენ თავიანთი ბარათების გამოყენებას უცხოეთში, ხოლო რუსეთში აიკრძალება უცხოური ბანკების პლასტიკური ბარათები. 23 ივლისს იგეგმება კანონპროექტის „ეროვნული საგადასახადო სისტემის თაობაზე“ განხილვის დაწყება. მიღების შემთხვევაში, კანონი...

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“

“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება“
access_time2019-07-16 19:00:05
“იმისათვის, რომ ენაც შევინარჩუნოთ და მსოფლიო პროგრესსაც არ ჩამოვრჩეთ, ახლებურად მოაზროვნე, მოქნილი ტვინების ნააზრევი გვჭირდება “ — ასე აფასებს აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ დაბრუნდებას, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა...

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება

პრემიერის განცხადებით, მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო კრედიტების პროცენტების ნაწილობრივ დაფარვაში დაეხმარება
access_time2019-07-16 17:55:19
არც ერთი სასტუმრო, საოჯახო ტიპის თუ საშუალო ზომის, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მცირე და საშუალო მეწარმეების დასახმარებლად კონკრეტული მექანიზმები აქვს. კერძოდ, ბახტაძის თქმით, მეწარმეებს, რომლებსაც ბიზნესის განსავითარებლად სესხები აქვს აღებული, მათი პროცენტების თანადაფინანსება სახელმწიფოს...

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს
access_time2019-07-16 17:50:11
ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ. პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი...


მსგავსი სიახლეები

up