ბაზარზე ქართული ხიზილალა  დეკემბრის ბოლოდან გაიყიდება

ბაზარზე ქართული ხიზილალა დეკემბრის ბოლოდან გაიყიდება

access_time2017-11-03 18:00:01

ბაზარზე ქართული ხიზილალა დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქცია „უმალის“ ბრენდით გაიყიდება. როგორც „კომერსანტთან“  თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „ახალი თევზის" დირექტორი მინდია ინასარიძე აცხადებს, თავდაპირველად სარეალიზაციო ქსელში კალმახის (წითელი) ხიზილალა გამოვა, მოგვიანებით კი დაგეგმილია ზუთხის (შავი) ხიზილალის წარმოებაც.


ინასარიძე აცხადებს, რომ პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ის, თუ ქართული ხიზილალა რამდენ გრამიან შეფუთვაში და რა ფასში გაიყიდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.


რამდენიმე თვის წინ, კომპანიის მაშინდელი დირექტორი ომარ ჭიღლაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ ქართული წარმოების ხიზილალა იმპორტირებულთან შედარებით 15 %-ით ძვირი იქნებოდა, თუმცა, იქნებოდა ხარისხიანი. კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ქვეყანაში იმპორტირებული სომხური შავი ხიზილალა 1 კილოგრამი 2 000 დოლარი ღირს. „ადგილობრივად წარმოებული ძვირი იქნება, რადგან საქართველოში მოპოვება ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა ქვეყანაში“, აცხადებდა ჭიღლაძე.


მისივე განცხადებით, კერძო საკალმახეები ამ ეტაპზე აწარმოებენ ხიზილალას, თუმცა, ისინი პროდუქტის არც შემოწმებას ახდენენ და არც ქსელში იყიდება. „ყიდიან ადგილზე, ხიზილალას წარმოებას თავისი სტანდარტი და პროცედურა აქვს. ასე კუსტარულად წარმოებული კი ხარისხიანი არ არის", აცხადებდა ჭიღლაძე.


„უმალის“ ამჟამინდელი დირექტორი მინდია ინასარიძე აცხადებს, რომ წარმოების დაწყებიდან 5 თვეში კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქცია სარეალზაციო ქსელში საკმაოდ მოთხოვნადია. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს თევზის ხინკალს, პილმენს და კოტლეტს. წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაგეგმილია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაც. საუბარია, ზუთხის და კალმახის პროდუქციაზე. მათ შორის იქნება თევზის პროდუქტებისგან დამზადებული სალათები და ნახევარფაბრიკატები ფილე, ბლინი.



როგორც ცნობილია, თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.


„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.


კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.




ავტორი: სოფო ქსოვრელი 




სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...


მსგავსი სიახლეები

up