ბაზარზე პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტია - M cad group Georgia

ბაზარზე პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტია - M cad group Georgia

access_time2022-05-15 16:30:03

ქართულ ბაზარზე პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტია - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ M cad group Georgia-ს დამფუძნებელმა განაცხადა.

მიხეილ ცინცაძე ამბობს,რომ პრობლემა მაღალანაზღაურებად პოზიციებზე კადრებიც მოძიებაცაა.

„ცხადია, პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ბიზნესზე. არა მხოლოდ ჩვენს შემთხვევაში ზოგადადაც. მოგეხსენებათ, იყო გლობალური კრიზისი. ჩვენც, იძულებული ვიყავით შეგვემცირებინა ჩვენი საქმიანობის მასშტაბი, რამაც ძალიან არასასიამოვნო ტენდენციები გამოიწვია. დავკარგეთ თანამშრომლები, რადგან შემცირდა შეკვეთები. პანდემიის დასაწყისი ყველასათვის შოკი იყო, იძულებული ვიყავით ოფისში მუშაობა შეგვეწყვიტა. ჩვენი დამკვეთებიც დააზარალა პანდემიამ და ეს ყველაფერი ერთად, ცხადია აისახა უარყოფითად.

დღესაც იგივე პრობლემა დგას, პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტი. ახლა, როცა ეკონომიკა უკვე ამოძრავდა და ვბრუნდებით ჩვეულ რეჟიმში, იზრდება შეკვეთები, მაგრამ კვალიფიციური კადრები გვაკლია. ვატარებთ ტრენინგებს და ვეძებთ ისეთ სპეციალისტებს, რომლებმაც იციან ხაზვითი საგანი და ხაზვითი ხელოვნება. დასაქმება ცოდნის შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია. ამ ეტაპზეც 20-30 თანამშრომელი შეგვიძლია ავიყვანოთ სამსახურში. მოკლევადიანი ტრენინგის გავლის შემდეგ, რომელიც შემდეგ კვირაში დაიწყება. ჩვენთან გამოცდილ თანამშრომლებს, არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გლობალური დასაქმების ბაზრისთვისაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ.

ძალიან ბევრი რამე კეთდება, რომ არ იყოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნასა და დასაქმებულებს შორის ჯაჭვის წყვეტა. ალბათ, კოორდინაციის ნაკლებობაა პრობლემა. არის უამრავი სასწავლებელი სადაც ასწავლიან მსგავს დარგებს, სახსრებსაც ხარჯავს სახელმწიფო მაგრამ კვალიფიციური კადრები მაინც დეფიციტია ბაზარზე. მე დარწმუნებული ვარ არსებობენ კვალიფიციური კადრები ქვეყანაში, უბრალოდ, ჩემი გამოცდილებით ვამბობ, მათი მოძიება ძალიან რთულია. საბაზისო ცოდნის შემთხვევაში, რომელიც დიდ უნარებს არ მოითხოვს, 2-3 თვეში ტრეინინგების შემდეგ დაწყებით საშუალო დონეზე მუშაობის საშუალებას მისცემს. 5-6 თვეში კი მაღალ ანაზღაურებად კადრად შეუძლია ჩამოყალიბდეს ადამიანს“, - განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, კომპანია ამერიკულ ბაზარზე 25 წელზე მეტია არსებობს, საქართველოს ფილიალი კი 2011 წლიდან. თუმცა დღემდე, შეკვეთების დიდი წილი, კვლავ უცხოური ბაზრიდან მოდის.

,,ჩვენი კომპანია ბაზარზე 25 წელზე მეტია არსებობს. ეს რაც შეეხება ამერიკას. 2011 წელს დავაარსე საქართველოში კომპანია, მას შემდეგ კი, წარმატებით ვმოღვაწეობთ, თუ არ ჩავთვლით პანდემიის პერიოდს, რომელიც ასევე გადავიტანეთ. ძირითადად ჩვენი შეკვეთების დიდი ნაწილი მოდის კომპანიებზე. უმეტესად დამკვეთები კანადელები და ამერიკელები არიან. დიზაინს იმდენად არა, ჩვენ უფრო ინჟინრული განხრით ვართ. დიზაინერზე დაყრდნობით ჩვენ პროექტებს ვქმნით. საავადმყოფოები, ბანკები, ავეჯი რომელიც შიგნით დგას ამ ყველაფრის ტექნიკურ პროექტებს ვაკეთებთ. დიზაინი ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია რასაც ვერ ვიტყვი ინჟინერიაზე. ამას ჩვენთან დიდი ყურადღება არც ექცევა, განსხვავებით აშშ-სგან. ამიტომაც, შეკვეთების დიდი მოცულობა იქედან გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ ცინცაძემ ,,საქმეში“.


„წარმოებას ვაორმაგებთ“- როგორია წელს სატაცურის ფასი (13:20)


„მოთხოვნა იმდენად დიდია, მოსავლის რაოდენობა 100%-ით გავზარდეთ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატაცურის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ ხელმძღვანელმა ჯაბა გოგოლაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, თუ გასულ წელს „ოზაანის“ სატაცური მხოლოდ თბილისის სუპერმარკეტებში იყიდებოდა, წელს სხვა დიდი ქალაქებშიც ხელმისაწვდომი იქნება.

რაც შეეხება პროდუქტის ღირებულებას, როგორც ჯაბა გოგოლაშვილი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები გაიზარდა, ფასი არ შეცვლილა და 18-20 ლარამდე (1კგ) მერყეობს.

ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარია.

„ბიზნესპრესნიუსი“ სატაცურის წარმოებასა და კოოპერატივის საქმიანობაზე, გასულ წელსაც წერდა, რა დროსაც „ოზაანმა“ 4 ტონამდე მოსავალი მიიღო.

„ახლა ისევ მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, მაქსიმუმ ერთი თვე კიდევ გაგრძელდება. ზოგადად, სატაცურს ახასიათებს, რომ ყოველ მომდევო წელს უფრო კარგ მოსავალს იძლევა, თუმცა პლანტაციების რაოდენობა და ფართობი ისევ გავზარდეთ. უფრო კონკრეტულად, მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ წარმოება 100%-მდე გავზარდეთ.

რაც შეეხება რეალიზაციას, აქამდე მხოლოდ თბილისს ვამარაგებდით, მაგრამ მოთხოვნა სხვა ქალაქებიდანაც წამოვიდა და წელს უკვე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისშიც შედის ჩვენი პროდუქტი.

სატაცურის ღირებულება წელს არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯი მოგვემატა, სუპერმარკეტებში პროდუქტის ფასი იგივეა, რაც შარშან, კილოგრამი 18-დან 20 ლარამდე მერყეობს“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სამომავლოდ კოოპერატივი სატაცურის გატანას ექსპორტზეც გეგმავს.

„ამ ეტაპზე იმდენი მოსავალი არ გვაქვს, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ, მაგრამ პლანტაციების რაოდენობა იზრდება, წარმოებას ვაორმაგებთ და მას შემდეგ, რაც საქართველოს სრულად ავითვისებთ, შემდეგ უკვე ექსპორტზეც გავალთ“,- აცხადებს ჯაბა გოგოლაშვილი.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის
access_time2022-07-05 15:40:00
სექტემბრიდან საქართველო-თურქეთს შორის გაფორმებულ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის - მოლაპარაკებები მომსახურებით ვაჭრობის დამატებაზე მიმდინარეობს. გარდა ამისა, მხარეები საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციასაც განიხილავენ, რათა თურქულ ბაზარზე უფრო მეტი ქართული პროდუქტი შევიდეს ნულოვანი განაკვეთით. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თითქმის დასრულებულია ამ საკითხზე მოლაპრაკებები და მხარეები უკვე შეთანხმდნენ იმ პროდუქციის ჩამონათვალზე, რომელზეც თურქეთი...

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის -  ლიბერთი გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
access_time2022-07-05 13:45:21
ლიბერთი, გაეროს ‘გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის’ (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.   „ განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ახალი ლიბერთის კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაეროს...

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?

რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
access_time2022-07-05 16:00:39
თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია. კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის...

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა
access_time2022-07-05 13:50:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა სამივე კაცს, რომელიც ამავე ქალაქში მრავალსართულიანი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე იყო დაკავებული. გადაწყვეტილება დღეს, 5 ივლისს გამოცხადდა. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 8 სართულიანი სახლის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულთაგან: ზაურ ბუდაღოვს, პირველ...

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19

მომატებული შემთხვევები, გადატვირთული კლინიკები, შესაძლო რეგულაციები - COVID 19
access_time2022-07-05 14:30:00
კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე (2570 ახალი კოვინფიცირებულია ბოლო ერთ კვირაში), კლინიკებში კოვიდ-პაციენტთათვის განკუთვნილი საწოლები ბოლო რამდენიმე დღეა დაიტვირთა. მაგალითად, პაციენტების რაოდენობამ მოიმატა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. ბოლო სამ დღეში კლინიკამ იმაზე მეტი კოვიდ-პაციენტი მიიღო, ვიდრე საწოლ-ფონდით იყო გათვალისწინებული....


მსგავსი სიახლეები

up