ბაზარზე პირველი ქართული ველოსიპედი გამოჩნდება – "ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ვაპირებთ"

ბაზარზე პირველი ქართული ველოსიპედი გამოჩნდება – "ადგილობრივი ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ვაპირებთ"

person access_time2017-04-08 17:00:33

ახალგაზრდა ველომოყვარულები პირველი ქართული ველოსიპედის სერიულ წარმოებას იწყებენ. ველოსიპედის პროექტი უკვე მზად არის, შექმნილია პროტოტიპიც და ბაზარზე ინოვაციური ველოსიპედი 2018 წლის პირველი კვარტალში გამოჩნდება. პროექტს bikes.ge-ს შვილობილი კომპანია Georgian Bicycle Group-ი განახორციელებს. კომპანია თავდაპირველად 500 ერთეულ ველოსიპედს გამოუშვებს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დიდებისთვის მოდელი 700-800, ხოლო ბავშვებისთვის 300-400 ლარი ეღირება.

 

„ჩვენი მიზანი და მიდგომა არის ის, რომ ველოსიპედის სწორი მოდელი და სწორი გასაყიდი ბაზარი შევქმნათ." - ამის შესახებ „კომერსანტს" ქართული ველოსიპედის ბიზნესიდეის ავტორმა ბექა კიკნაველიძემ განუცხადა.

 

 

„ვფიქრობ, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში პირველი მომხმარებელი გვეყოლება. პროექტზე აქტიური მუშაობაა დაწყებული და მასზე ყველანაირი სახის ტესტირებას ვატარებთ. რა ერქმევა ველოსიპედს, ამაზე ამჟამად არ ვისაუბრებ.

 


ველოსიპედის შექმნის იდეა ბავშვობიდან მქონდა და 14 წლის შემდგომ შევძელი ჩემი ჩანაფიქრის განხორციელება. ყოველთვის მინდოდა მქონოდა ისეთი ველოსიპედი, რომელიც ჩემს ხედვებში ჯდებოდა. მაგალითად, მსურდა ყოფილიყო განსხვავებული ფერითა და საბურავის მოცულობით. თუმცა ჩემი იდეის რეალიზებას გარკვეული უნარები და გამოცდილება სჭირდებოდა. დროის გასვლის შემდგომ ინჟინერიისა და პრაქტიკის თვალსაზრისით ჩემი მიდგომები დავხვეწე. ამ სფეროში გარკვეული ცოდნა დავაგროვე." - განაცხადა კიკნაველიძემ.

 

როგორც "კომერსანტთან" საუბრისას ბექა კიკნაველიძემ განაცხადა, ველოსიპედი მაღაზიაში არ გაიყიდება და მისი ონლაინ გაყიდვა პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან მოხდება. ამჟამად კი მისი გატესტვა უკვე შესაძლებელია.

 

„ჩვენი მიზანი და მიდგომა არის ის, რომ ველოსიპედის სწორი მოდელი შევქმნათ. რაც შეეხება სერიულ წარმოებას, თავდაპირველად 500 ერთეულ ველოსიპედს გამოვუშვებთ და შემდგომ მის რაოდენობას გავზრდით. გვსურს, რომ ადგილობრივი ბაზარი მაქსიმალურად ავითვისოთ.

 

ველოსიპედი მაღაზიაში არ გაიყიდება და მისი ონლაინ გაყიდვა პირდაპირ დამამზადებელი ქარხნიდან მოხდება. მომავალში ამ ბიზნესის გაფართოვება და ჩვენი შემოსავლები მომხმარებლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, დიდებისთვის მოდელი 700-800, ხოლო ბავშვებისთვის 300-400 ლარი ეღირება. ველოსიპედის პროტოტიპი უკვე შექმნილია და მისი გატესტვა ნებისმიერს შეუძლია. იმ ტექნოლოგიას რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს." - განაცხადა ბექა კიკნაველიძემ.

 

 

 




შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up