ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ „გრანთ თორნთონს“ მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ „გრანთ თორნთონს“ მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

access_time2020-01-14 13:00:40

„გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა“ ფინანსური წელი შეაჯამა. 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ქსელში შემავალი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 5,72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,1%-ით არის გაზრდილი. მუდმივი კურსის პირობების* გათვალისწინებით, ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და 6,4%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:


  • ინვესტიციები სტრატეგიული ზრდის ბაზარებზე, სადაც გრანთ თორნთონი ხედავს მეტ პოტენციალს ბაზრის საშუალო სეგმენტში. ქვეყნებში, რომლებიც ამ ბაზრებში შედის, ჩვენი ფირმები 12,8%-ით გაიზარდნენ - რაც გლობალური ზრდის ტემპს ორჯერ აღემატება - და 2019 წლის მთლიან გლობალურ შემოსავალში მათმა წილმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბრაზილიაში (+26.3%), გერმანიაში (+24,3%), ინდოეთში (+21,2%), იაპონიასა (+14,4%) და ჩინეთში (9,9%).
  • აღსანიშნავია ზრდა აზიისა და წყნარი ოკენის აუზის ქვეყნებში, სადაც ჯამურად 10,7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ამ რეგიონის მშპ-ს საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელს 2019 წლისათვის.
  • მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა სერვისის მიმართულებით, თუმცა გამორჩეული იყო ედვაიზორი-საკონსულტაციო სერვისები (+8,6%), საგადასახადო მომსახურებები (+5,9%) და აუდიტი (+4,7%)
  • გლობალური აქცენტი კეთდება საშუალო ზომის ზრდად ბიზნესებზე, რომელებიც სავარაუდოდ, დანარჩენ ბაზარზე მეტად იზრდება.

 

როგორც „გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის“ აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბოდინი აღნიშნავს, „2019 წელს მიღებული რეკორდული შემოსავალი, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია გუნდის მიზანმიმართული სტრატეგიით, კომპანიის კორპორატიული კულტურით და ხარისხზე ფოკუსირებით, რამაც საბლოო ჯამში განაპირობა ჩვენი ქსელის მდგრადი განვითარება. 2019 წელს, მაშინ როდესაც, ბიზნესების ოპტიმიზმი გლობალურად იკლებდა, ჩვენი ფირმები აქცენტს აკეთებდნენ ხარისხზე და ეხმარებოდნენ კლიენტებს მორგებოდნენ არსებულ ბაზრებს, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქსელისთვის კიდევ ერთი რეკორდული შედეგი გამოიღო.“


„გაამართლა სტრატეგიულ ზრდად ბაზრებზე ჩვენმა ინვესტიციებმა. დანარჩენ ქსელთან შედარებით, აღნიშნულ ბაზრებზე ორმაგი ზრდა ფიქსირდება და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოლოდინებიც იზრდება ამ მიმართულებით.“


„ჩვენი კლიენტები ვითარდებიან გეოგრაფიულად, რაც ცვლის მათი ბიზნესის კეთების გზებს და უწევთ ახალ რეგულაციებზე მორგება. ჩვენც შესაბამისად უნდა განვვითარდეთ და მოვერგოთ მათ. ასევე აღსანიშნავია დიდი მოლოდინი მომხმარებლების, ინვესტორების და მარეგულირებელების მხრიდან, რომ მდგარდი ეკონომიკის შესაქმნელად შეიცვალოს არსებული ბიზნეს მოდელები. შესაბამისად, გრანთ თორნთონის ფირმები წარმატებით აგრძელებენ მომავალი თაობის მდგრადი პროფესული სერვისების შექმნას.“

 


აღსანიშნავია ჩვენი ქსელის სიძლიერე ძირითად ბაზრებზე, რომელიც 20 უდიდესი ფირმის შედეგების მიხედვით შედგება და 7,1%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.


 

რეგიონული ზრდა ქვეყნების მიხედვით: ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა (+5,7%), სადაც ლიდერია ბრაზილია (+26,3%), კანადა (+8,9%) და პუერტო რიკო (+10,01%). ევროპაში (+7,9%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დანიაში (+21,9%) გერმანიაში (+24,3%), ირლანდიაში (+10,4%), პოლონეთში(24,7%) და ესპანეთში (+14.9%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შუა აღმოსავლეთის მთელ რეგიონშიც.

 

 

ფინანსური წლის შედეგები, 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით:

  • გრანთ თორნთონის ქსელში შემავალი ფირმების შემოსავალმა ჯამში 5,72 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შეადრებით 5,1%-ითაა გაზრდილი (5,8 მლრდ აშშ დოლარი, 6,4%-იანი ზრდით მუდმივი კურსის პირობების* გათვალისწინებით).

 

  • გრანთ თორნთონში საერთაშორისო მასშტაბით დასაქმებულია 56,028 ადამიანი (+6,3%-იანი ზრდა 2018 წელთან შედარებით)

 

  • ჯამური შემოსავლის დაახლოებით 39,4% შეადგინა შემოსავლებმა აუდიტორული მომსახურებებიდან (2,28 მლრდ აშშ დოლარი, +4,7%); 21,8% - საგადასახადო სერვისებისდან (1,26 მლრდ აშშ დოლარი, +5,9%), 36,1% - საკონსულტაციო სერვისებიდან (2,09 მლრდ აშშ დოლარი +8,6%), რომელიც ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. სხვა სერვისებმა ჯამში 156 მლნ აშშ დოლარი შეადგინა(+7,6%), რაც ჯამური შემოსავლის 2,7%-ია.

 

  • 2019 წლის ზრდის მაჩვენებელში 25,8% (90,42 მლნ აშშ დოლარი) მოდის ახალი კომპანიების შერწყმიდან და გაერთიანებებიდან, რაც წინა სამი წლის ჯამურ მაჩვენებელზე მეტია. ჯამურად, დაფიქსირდა 34 გარიგება, მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი - გერმანული კომპანიის გაერთიანება Trinavis-თან. დასრულებული გარიგებების მიხედვით ყველაზე აქტიური ინგლისურენოვანი კანადა იყო.

 

  • ყველაზე დიდი შემოსავალი, 2,6 მილიარდი აშშ დოლარი (+5,7%) კვლავაც ფიქსირდება ამერიკაში. მას მოსდევს ევროპა, სადაც შემოსავლებმა შეადგინა 1,9 მლრდ აშშ დოლარი (+7,9%). ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა კი ფიქსირდება ახლო აღმოსავლეთსა (+32,1%) და აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში (+10,7%).

 

  • ქსელში ასევე გაჩნდა 5 ახალი წევრი ფირმა შემდეგი ქვეყნებიდან: გვატემალა, სპილოს ძვლის სანაპირო, იორდანია, პანამა და პარაგვაი.

 

*მუდმივი კურსის პირობები გულისხმობს გაცვლითი კურსის ცვლილების უგულებელყოფას და იგივე კურსის შენარჩუნებას 2019 წლის ბოლოსთვის, რაც დაფიქსირდა 2018 წლის ბოლოს შეფასებისას. ეს უზრუნველყოფს ეკონომუკური რეალობის უფრო ზუსტ მონაცემებს თითოეულ ბაზარზე, სადაც ჩვენი კომპანიები ფუნქციონირებენ. თუ არ არის მითითებული, ციფრები მოცმეულია მუდმივი კურსის პირობების გათვალისწინებით.

 

 


გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 55,000-მდე თანამშრომელი, 135-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.


გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up