მალე ბაზარზე მაგრიტოს ხილის ჩირი გამოჩნდება

მალე ბაზარზე მაგრიტოს ხილის ჩირი გამოჩნდება

access_time2019-11-04 18:10:24

ხილის გადამამუშავებელი კომპანია „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ ფართოვდება. კომპანია მალე ბაზარზე ბრენდით „მაგრიტო“ გამოჩნდება. მომხმარებელს კომპანია ხილის ჩირის სხვადასხვა სახეობას შესთავაზებს ორიგინალურ შეფუთვაში.გარდა ამისა, მენეჯმენტი გეგმავს მზის საშრობის აშენებას, ასევე ხილის ჩაისთვის ნედლეულის დამზადებას და ხილის პიურეს გამოშვებას, იგეგმება კონსერვირებული ხილის პროდუქტების წარმოებაც.


კომპანიის სურსათის უვნებლობის მენეჯერი არჩილ ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის „კავკასუს ორგანიკ ფრუტსს“ წარმოებული პროდუქციის 90% ევროპაში გააქვს. „საწარმო სერტიფიცირებულია FFS-ის სტანდარტით რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი არის უსაფრთხო, უვნებელი, მაღალი ხარისხის, არ არის გამოყენებული ქიმიკატები და კონსერვანტები“, - განმარტავს ბურჯანაძე.


ნედლეულს კომპანია ქვეყნის მასშტაბით ფერმერებისგან ყიდულობს, თუმცა როგორც არჩილ ბურჯანაძე ამბობს, კომპანია შესყიდვამდე ბაღებს წინასწარ სწავლობს, რადგან ნედლეულის შესყიდვიდან პროდუქციის მომხმარებელამდე სრულ პროცესს აკონტროლებს. „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ თითქმის ყველა სახეობის ხილს ამუშავებს, წლის განმავლობაში 50 ტონაზე მეტ სხვადასხვა ჩირს.



2018 წელს კომპანიამ ფერმერებისგან 120 000 ლარის ნედლეული შეიძინა.


კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტში, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯერ კიდევ 2016 წელს შეიქმნა. „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ საწარმო თანამედროვე სტანდარტებითარის აღჭურვილია.


gbc.ge






Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი

Le Monde: ავსტრალიური ხანძრები - დამთბარი მსოფლიოს მომავალი
access_time2020-01-19 18:00:38
დედამიწა იწვის - პირდაპირი გაგებით. ავსტრალიაში, ამაზონიაში, კამბოჯაში ასობით ათასი ჰექტარი ტყეები გახვეულია ცეცხლში, რაც იწვევს ადამიანების დაღუპვას, ფლორის განადგურებას, და ფაუნის გადაშენებას.   ეს დრამატული მოვლენები  - მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნებაა იმაზე, თუ რა ელის კაცობრიობას დამთბარ მსოფლიოში. 14 იანვარს გამოქვეყნებული ინგლისელი და ავსტრალიელი მეცნიერების კვლევის თანახმად, კლიმატი სწრაფად იცვლება თითქმის ყველგან, რაც ზრდის ხანძრების...

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის

„ვალები სტრესს იწვევს“ - ამსტერდამის მთავრობა ახალგაზრდების სესხებს შეისყიდის
access_time2020-01-19 11:00:31
ამსტერდამის მთავრობამ გადაწყვიტა, ახალგაზრდების ვალები შეისყიდოს და ისინი სესხებისგან გაათავისუფლოს.   როგორც Guardian -ი წერს, ნიდერლანდელი ახალაგზრდები სულ უფროდაუფრო მეტ სესხს იღებენ და ეს ევროპაში ერთგვარი ტრენდი გახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში. მიზეზი ხშირ შემთხვევაში, ძვირადღირებულები საგანმანათლებლო კურსების დამთავრებაა.   პროექტის თანახმად, მუნიციპალური საკრედიტო ბანკი კრედიტორებთან ვალების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს...

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია

ლევან კობერიძე - ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია
access_time2020-01-18 21:00:59
მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის სფეროში 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემებია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.   მისი განმარტებით, სამედიცინო სერვისები მოქალაქეებს შეფერხებით მიეწოდება, 520-ე დადგენილება კი არც რეფორმა არ არის და არც ფასწარმოქმნა.   „დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და მთავრობის წევრებთან მხოლოდ რამდენიმე პიარ შეხვედრა ჩატარდა, მე ასე...

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“ - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს

ვის ეკუთვნის და რა შემოსავალზე მუშაობს „ისთ ფოინთი“  - როგორი იყო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები 2018 წელს
access_time2020-01-19 16:00:49
სავაჭრო ცენტრმა „ისთ ფოინთმა“, რომელიც 2015 წლის სექტემბერში გაიხსნა, 2018 წელი ზარალით დაასრულა. ამის შესახებ კომპანიის 2018 წლის ინდივიდუალური ანგარიშიდან...

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას“

„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს  მოძრაობას“
access_time2020-01-18 17:00:42
„მომდევნო კვირიდან თბილისში 18 მეტრიანი ავტობუსი დაიწყებს მოძრაობას სატესტო რეჟიმში“ - ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე...


მსგავსი სიახლეები

up