ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

ბაზარზე გაყინული ფოთლების ჩაი გამოჩნდა

access_time2021-10-16 10:00:43

ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაი უკვე გაყიდვაშია, მისი შეძენა კი მომხმარებელს გუდვილის (საბურთალოს და დიღმის) ჰიპერმარკეტებში შეუძლია.

Freeze Tea მდიდარი არომატების მქონე და ახლადმოკრეფილი ჩაის ფოთლების, სამკურნალო მცენარეებისა და ტყის ველური ხილის სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმებზე შოკური გაყინვის უახლესი ტექნოლოგიით მზადდება.

ახალი სახეობის ჩაი სრულიად ცვლის ჩაის ინდუსტრიას. ტრადიციული მეთოდით გამომშრალი და შრობის შედეგად შემცირებული კვებითი ღირებულებების მქონე ჩაის ნაცვლად, ახალი პროცესი გვთავაზობს უკეთესი გემოსა და არომატის და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ალტერნატივას.

ხარაგაულში დაფუძნებული შპს „ფრიზ თი“ ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში ვინც ასეთ პროდუქტს აწარმოებს.

დღეს და ხვალ, უქმეებზე, 16 და 17 ოქტომბერს, 13:00-18:00-მდე Freeze Tea-ს გუნდი ჩაის მოყვარულებს გაყინული ფოთლების ჩაის დეგუსტაციაზე ეპატიჟება გუდვილის დიღმის ჰიპერმარკეტში.

ამ ეტაპზე, გაყინული ფოთლების ჩაის სამი სახეობის დაგემოვნება არის შესაძლებელი, ესენია მწვანე ჩაი, წითელი ჩაი და წითელი ჩაი & ველური მოცვი.


„გაყინული ფოთლების ჩაის მისაღებად და ჯანსაღი შემცველობის შესანარჩუნებლად, Freeze Tea-ს ნედლეული მოკრეფიდან რამდენიმე საათის შემდეგ მუშავდება და სპეციალური ტექნოლოგიით იყინება. ეს პროცესი შესაძლებლობას გვაძლევს ჩაის ფოთლების, ხილისა და სამკურნალო მცენარეების ყველა შესაძლო სასარგებლო რესურსი და ნატურალური გემოვნური თვისება მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

ლაბორატორიულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მწვანე Freeze Tea საშუალოდ 2.1-ჯერ მეტ ანტიოქსიდანტს ინარჩუნებს, ვიდრე იმავე ჩაის პლანტაციიდან ტრადიციული გზით დამზადებულ მწვანე ჩაი“ – ირაკლი დოლიძე, შპს „ფრიზ თის“ თანადამფუძნებელი.

გაყინული ფოთლების ჩაის ნედლეულისთვის „ფრიზ თი“ ქართველ მეწარმეებთან და შემგროვებლებთან თანამშრომლობს. უმაღლესი ხარისხის დუყ ჩაის ფოთლებს იმერული და გურული ჩაის კოოპერატივებისგან იბარებს, ველურ მოცვს კი ადგილობრივი შემგროვებლებისგან მაღალმთიან იმერეთსა და აჭარაში. Freeze Tea-ს გუნდი მიზნად ისახავს, 2023 წლისთვის საკუთარი ღირებულებათა ჯაჭვი სრულად ბიოსერტიფიცირებული იყოს.

„ფრიზ თი“ დაბა ხარაგაულშია დაფუძნებული. 2012 წლიდან, მისი გუნდი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მუშაობს სამკურნალო და კულინარიული მცენარეების, ველური კენკრისა და ხილის შეგროვებაზე, გადამუშავებასა და ექსპორტზე. 2020 წლიდან კომპანიის გუნდმა სრულიად ახალი სახეობის გაყინული ფოთლების ჩაის წარმოება დაიწყო. Freeze Tea წელს საქართველოში გაიყიდება, მომდევნო წლიდან კი კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს – მთავარი სამიზნე ბაზარი კი ევროკავშირია.


წყარო: forbes.ge





„დიდგორელის“ მონაწილეთა პირველი კონფერენცია

„დიდგორელის“  მონაწილეთა პირველი კონფერენცია
access_time2021-12-06 17:50:47
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საგანმანათლებლო პროექტ  „დიდგორელის“ ორგანიზებითა და  არემჯის მხარდაჭერით,  ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მოსწავლეთა კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა თბილისის, ზუგდიდის, მესტიის, მარნეულის ახალციხის, გარდაბნის და თეთრიწყაროს სკოლების ოცამდე მოსწავლემ მიიღო. მოსწავლეებმა, პროექტ ,,დიდგორელის’’ ავტორებთან და...

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა

ლარის კურსი ყველა ძირითად ვალუტებთან მიმართებით გამყარდა
access_time2021-12-06 18:00:16
6 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2.43 თეთრით 3.0967-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0900 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 3.09 თეთრით 3.4993-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.10 თეთრით 4.1037-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.60 თეთრით 1.8215-მდე, ლარი თურქულ ლირასთან 0.44 თეთრით 0.2247-მდე, 1000 სომხურ დრამთან 5.06 თეთრით 6.2921-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 4.26 თეთრით...

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება

„ავერსი“ საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს – ინფექციურის ახალ შენობაში არაფერი ხდება
access_time2021-12-06 18:30:16
ინფექციური კლინიკა ახალ შენობაში, დიდი ალბათობით, არც წელს გადავა. ამის შესახებ jandacva.ge-ს  „ავერსში“ განუცხადეს, რომელსაც ის ტერიტორია ეკუთვნის, სადაც ინფექციური საავადმყოფოა განთავსებული. „ავერსი ფარმას“ დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით,  ახალ შენობაში, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოს სახელმწიფომ 2020 წლის მაისში შეუძინა და რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობაშია, „კარიც კი არავის შეუღია“ და იქ ამ ხნის განმავლობაში არანაირი...

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას

დაიბრუნეთ საკომისიო ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით გადახდისას
access_time2021-12-06 15:50:29
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება ვითიბის მობაილ და ინტერნეტ ბანკით წლის ბოლომდე. დაიბრუნებს როგორც დეკემბრის, ისე იანვრის კომუნალური გადახდების საკომისოს. შეღავათი მოიცავს კომუნალური, სადაზღვევო, საფოსტო და სწავლის გადახდებზე...

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“

Myway Airlines-ი სასამართლოში მიდის - „თუ აქტი სასამართლოში გასაჩივრებით არ შეჩერდა, კომპანია 1 კვირაში გაკოტრდება“
access_time2021-12-06 20:00:00
Myway Airlines-ი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც კომპანიის იურისტი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, სააგენტოს გამოცემული აქტი სასამართლოში გასაჩივრებით თუ არ შეჩერდა, ნიშნავს, რომ კომპანია ოპერირებას ვერ შეძლებს და პირდაპირ 1 კვირაში გაკოტრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Myway Airlines-ისთვის კომერციული ფრენის ლიცენზიის გაუქმებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიის გაჩერებას...


მსგავსი სიახლეები

up