„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

access_time2020-02-18 11:30:08

ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა.


აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია გაცემული სესხის ოდენობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 1 101 531 374 ლარის სესხი გასცეს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სესხების მოცულობა 1 129 140 119 ლარამდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 28 მლნ ლარით გაიზარდა.


„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია მიიჩნევს, რომ მისო-ები რომლებიც დაიხურნენ არ იყვნენ ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები და ბაზარზე დიდ გავლენას ვერ ახდენდენენ. გარდა ამისა, 2018 წელს ეროვნულ ბანკთან რეგულაციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და  გაურკვეველი ვითარება იყო, რაც გაცემული სესხების ოდენობაზეც აისახა.


„ორგანიზაციები, რომლებიც დაიხურნენ ბაზრის პრონციპული მოთამაშეები არ იყვნენ, ძირითადად აბსოლუტურად სხვა პროფილს მოიცავდნენ, საუბარია, ონლაინ სესხების გამცემებზე და ცალკეულ ლომბარდებზე. რაც შეეხება 2018 წელს, ამ პერიოდს ფაქტობრივადმ შოკური ეფექტი ჰქონდა ყველა ორგანიზაციისთვის და ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ წლის ნახევარზე მეტი  ეროვნულ ბანკთან ამ ახალი რეგულაციების პირობების შეჯერებას მოვანდომეთ. იმართებოდა გარკვეული კონსულტაციები და შეხვედრები. შესაბამისად, ფაქტობრივად, შემოდგომამდე გაურკვეველი იყო რა ინსტრუქცია დაიდებოდა საბოლოოდ და რა გარემოში მოგვიწევდა მუშაობა, რაც ბუნებრივია აისახა სესხებზეც. 2019 წლიდან კი ის ორგანიზაციები, რომლებიც მოერგნენ ამ ახალ რეალობას მოახდინეს თვისი საკრედიტო პოლიტიკის სინქრონიზაცია, გააგრძელეს მუშაობა და გაიზარდა სასესხო პორტფელის მოცულობაც. არამგონია ასეთი კრიზისული პერიოდი გაგრძელდეს, მთავარი ტალღა ჩავლილია. იმ ორგანიზაციებმა, რომლებმაც შეძლეს ადაპტირება, ვფიქრობ, რომ შეძლებენ გააგრძელონ ოპერირება, მითუმეტეს, საუბარია მისო-ებისთვის შეღავათების დაწესებაზე და პირობების გაუმჯობესებაზე“, - განაცხადა ბესო შენგელიამ.



„საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ დამფუძნებელი გივი კორინთელი თვლის, რომ მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული სესხის ოდენობის გაზრდასთან ერთად საპროცენტო განაკვეთებიც გაიზრდება, რადგან ბაზარზე სულ უფრო ცოტა მის-ო რჩება და მათ მანიპულირების საშუალება ექნებათ.


„ბაზარზე დარჩენილი მცირე მოთამაშეეები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას როგორც თვითონ მოესურვებათ და შესაბამისად, ეს ყველაფერი მომხმარებელზე იმოქმედებს, რადგან ხელმისაწვდომობა როგორც მცირე სესხების, ისე სწრაფი და ზოგადად სამომხმარებლო სესხების კუთხით ყოველდღიურად მცირდება. საპროცენტო განაკვეთების ზრდა უკვე სახეზეა, რაც შეეხება უფრო მეტად ზრდას, ეს სიტუაცია მოთამაშეებს უდავოდ მანიპულირების საშუალებას მისცემს, შემდეგ ისინი უკვე გაზრდიან თუ შეამცირებენ განაკვეთებს მათზე იქნება დამოკიდებული, სულ რაღაც 2-3 მოთამაშეზე“, - აცხადებს გივი კორინთელი.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეოთხე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,101 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 337,116 მლნ ლარი სამომხმარებლო სესხი იყო. გაცემული სესხების მოცულობით მეორე ადგილზეა სალომბარდე მომსახურება (299,862 მლნ ლარი). ვაჭრობისა და მომსახურების სფერო კი მიკროსაფინანსოებმა 187,172 მლნ ლარით დააკრედიტეს. 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით კი, გაცემული სესხიდან 432,138 მლნ ლარი - სალომბარდე სესხი იყო, 268,978 - სამომხმარებლო სესხი, ხოლო, 110,536 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up