„ბაზარზე არამარკირებული ბოთლი თუ გავა, პასუხისმგებლობა მწარმოებელს არ უნდა ეკისრებოდეს„

„ბაზარზე არამარკირებული ბოთლი თუ გავა, პასუხისმგებლობა მწარმოებელს არ უნდა ეკისრებოდეს„

access_time2018-02-02 15:00:08

„სასმელების წარმოების ინდუსტრიას გლობალურად, რა თქმა უნდა, პრობლემა არ გვაქვს, თუმცა არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელიც მოსაგვარებელია“, -  ამის შესახებ ბიზნესმობუდსმენისა და ბიზნესსექტორის შეხვედრაზე კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა.


მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია დასვამს საკითხს, რომელიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ: „მეწარმეები არ უნდა დაჯარიმდნენ იმ ქმედებების გამო, რაც მათ არ ჩაუდენიათ. ამიტომაც ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის დასმა და მათზე შეთანხმება გვსურს“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.


მისივე თქმით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არამარკირებული ბოთლის ბაზარზე გასვლის შემთხვევაში, პასუხისმგებელი მწარმოებელია.



„ტექნიკურ საკითხებს რაც შეეხება, ეს კონკრეტულად ელექტრონული მარკირების თემაა, რომელიც ორგანზომილებიანია. პირველი ფინანსური, ხოლო მეორე - ტექნიკური. ფინანსურში იგულისხმება ის, თუ მომსახურების საფასურსს ვინ გადაიხდის. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და ეს შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა იქნება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არამარკირებულ პროდუქციას ეხება. მაგალითად, როგორიცაა არამარკირებული ბოთლი, კერძოდ, თუ ბაზარზე არამარკირებული ბოთლი გავა, პასუხისმგებლობა მწარმოებელს ეკისრება, რაც ჩვენი აზრით, არასწორია, რადგან ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.


„კომერსატის“ კითხვაზე, დღეს ბიზნესი რამდენად რთული გამოწვევების წინაშე დგას, ხუნძაკიშვილი პასუხობს, რომ ყოფით დონეზე ბიზნესი თავისუფალია, თუმცა გავლენას სხვადასხვა გარემოფაქტორი ახდენს: „ყველა ის ფაქტორი, რაც ჩვენთან არაპირდაპირ კავშირშია, ბიზნესსა და ბიზნესგარემოზე გავლენას მაინც ახდენს. მაგალითად, როგორიცაა ლარის დევალვაცია, მსყიდველუნარიანობის დაქვეითება, ამ შემთხვევაში ეროვნული ვალუტის გაუფასურება“, - განაცხადა კომპანია “ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა.


ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ბიზნესსექტორთან პირველ შეხვედრას მართავს. შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზიებით იმართება.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე





საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან

კარანტინის 36-ე დღე - ნინის რჩევები უჰანიდან
access_time2020-02-29 17:30:08
ნინი დავლიანიძე ჩინეთის ქალაქ უჰანში ცხოვრობს, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში.23 იანვრიდან უჰანი კარანტინშია. ქალაქში არ დადის ტრანსპორტი, მაღაზიები დაკეტილია. მთავრობა უცხოელების ევაკუაციას ცდილობს; მათ, ვინც რჩება, ურჩევს, რომ სახლიდან არ გამოვიდნენ. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 30 წლის ნინი საკუთარ სახლში აღმოჩნდა გამოკეტილი. მან მხოლოდ ერთხელ მოახერხა სახლიდან გასვლა და პროდუქტების მომარაგება. ნინი რადიო თავისუფლების მკითხველებს...


მსგავსი სიახლეები

up