ბაზარზე ამბროლაურში წარმოებული რაჭული ლორი 2-3 თვეში გამოჩნდება

ბაზარზე ამბროლაურში წარმოებული რაჭული ლორი 2-3 თვეში გამოჩნდება

person access_time2017-03-30 10:00:39

ბაზარზე ამბროლაურში წარმოებული რაჭული ლორი 2-3 თვეში გამოჩნდება. პროდუქციას შპს „რაჭული ლორი" ლორის გადამამუშავებელ ქარხანაში აწარმოებს, რომლის მშენებლობაც ამბროლაურში დასასრულს უახლოვდება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი როსტომ კობახიძე „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, ქარხნის მშენებლობა აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა რაჭაში დიდი თოვლის გამო სამშენებლო პროცესი ზამთრის პერიოდში გაჩერებული იყო.


მისი განცხადებით, წარმოებული პროდუქცია ბრენდით „რაჭული ლორი" - გაიყიდება როგორც ასაწონი სახით, ისე დაჭრილი და დაფასოებული. კობახიძე აცხადებს, რომ ერთი კილოგრამი ლორის ფასი, სავარაუდოდ, 25-30 ლარი იქნება. „ბიზნესგეგმაში კილოგრამის ფასი 20-25 ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის დევალვაციამ და ჩასაბარებელ ხორცზე ფასის ზრდამ, პროდუქციის თვითღირებულება გაზარდა, რამაც სარეალიზაციო ფასის კორექტირება გამოიწვია"-აცხადებს კობახიძე.


შპს „რაჭული ლორის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის რამდენიმე ქსელურ მარკეტთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.



კობახიძის განმარტებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნაც.


როგორც ბიზნესმენი „კომერსანტთან" აცხადებს, წელიწადში ქარხანა დაახლოებით 20 ტონა რაჭულ ლორს აწარმოებს, რომლისთვისაც 50 ტონა ღორის ხორცი იქნება საჭირო. მისი თქმით, ინვესტიციის სახით პროექტში 350 ათასი დოლარი ჩაიდო. აქედან კომპანიას აქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოდან გრანტი, რომელიც მთლიანი ინვესტიციის 40%-ს შეადგენს, 10% არის თანამონაწილეობა და 50% არის ბანკიდან აღებული სესხი, სადაც სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო უსტუმრებს.



 




კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

კომერციულ ბანკებში 27,769 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი
access_time2021-02-25 15:00:01
სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 27,769 მილიარდი ლარის უძრავი ქონება, კერძოდ, საცხოვრებელია დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.   კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 12,2 მლრდ ლარის საცხოვრებელი ფართია დატვირთული „საქართველოს ბანკში“. შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“, რომლის სასარგებლოდაც 2020 წლის მდგომარეობით ჯამში, 9,614 მლრდ ლარის ღირებულების...

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე

„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესზე
access_time2021-02-25 12:40:07
„რეისები იქნება ან ევროპაში ან იქნება რუსეთში“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქართული ავიაკომპანიის „Air Georgia“-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განუცხადა. ბიზნესმენი მედიაჰოლდინგთან ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ - პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად უნდა განვითარდეს და ევროპული პროექტებით კიდე უფრო უნდა მიუახლოვდეს დასავლეთს.   „შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ნულოვანი ეკონომიკა. როდესაც გერმანიამ მეორე სამამულო...

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს

2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს
access_time2021-02-25 12:01:24
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე გადაიწევს.   როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების 19 ათას მფლობელს შეეხება.   „მოგეხსენაბათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე...

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

„ცვლილებების განხორციელებისას უნდა მოხდეს კომპანიების ხედვების გათვალისწინება“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-25 10:55:13
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სხდომის ფარგლებში საქართვლოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სექტორში არსებულ იმ პრობლემებზე, რომელმაც Covid-19 გამოწვეული პანდემიის ფონზე მწვავედ იჩინა თავი  და რომელთა მოგვარებაშიც ბიზნესს საკუთარი წვლილი შეტანა შეუძლია. კომიტეტის სხდომაზე შეეხნენ იმ გლობალურ ტენდენციებს, რომელიც სექტორის რეფორმირების კუთხით მსოფლიოში გამოიკვეთა და მნიშვნელოვანია საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობის გასაზრდელად....

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ​1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში...


მსგავსი სიახლეები

up