ბაზარს რესტორნების 20% ვეღარ დაუბრუნდება - „მათ ადგილზე დღეს ვხედავთ სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს, ან სხვა რაიმე დაწესებულებას“

ბაზარს რესტორნების 20% ვეღარ დაუბრუნდება - „მათ ადგილზე დღეს ვხედავთ სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს, ან სხვა რაიმე დაწესებულებას“

access_time2021-06-01 17:00:00

ბაზარს რესტორნების 20% ვეღარ დაუბრუნდება. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გაკოტრებული ბიზნესის ფართები უკვე სხვა ობიექტებს აქვს დაკავებული.


თუმცა, შოთა ბურჯანაძის თქმით, რეგულაციის შემსუბუქების წყალობით დარჩენილი 80% ამუშავდება.


შეგახსენებთ, რომ დღეიდან რესტორნები მომხმარებელთა მიღებას როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში შაბათ-კვირასაც შეძლებენ.


„ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რა თქმა უნდა, დადებითად შეიძლება შეფასდეს, არა მარტო სფეროსთვის, არამედ ეკონომიკისთვის. ჩამოსული სტუმარი თუ ადგილობრივი მომხმარებელი მიიღებს იმაზე მეტ სერვისს, ვიდრე იყო მანამდე. თუმცა, ამ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, შორს ვართ იმ რეალობისგან, რაც 219 წელს გვქონდა, რა დროსაც 3 მლრდ აშშ დოლარი იყო ტურიზმიდან შემოსავალი, 8% იყო ეკონომიკის და რეალურად, 9,5 მლნ ტურისტი გყავდა. ეს ციფრები ძალიან შორს არის დღევანდელი სიტუაციიდან.



სამწუხაროდ, რესტორნების დიდი ნაწილი ვერ გადარჩა და ვინც გადარჩა, მხოლოდ მათთვის არის ახალი შესაძლებლობა, თითქოს, ახლიდან დაიბადა ეს ბიზნესი. ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, ისარგებლოს რესტორნების 80%-მა. თუმცა საბანკეტო დარბაზებისთვის, რომლებიც მხოლოდ ივენთებს მასპინძლობენ, ეს შეღავათი ვერ იქნება ხელშესახები. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი ჯერ-ჯერობით ოპერირებას ვერ აგძელებს.


რაც შეეხება რესტორნების დარჩენილ 20%-ს, ისინი ვეღარ დაბრუნდებიან ბაზარზე, რადგან ეს არის გაკოტრებული ბიზნესი. ფართები დაკარგეს. მათ ადგილზე დღეს ჩვენ ვხედავთ სასურსათო მაღაზიას, აფთიაქს, ან სხვა რაიმე დაწესებულებას“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.


BPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up